"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
ჯერ ერთი, კომენტების ნაწილი ამ ადვოკატის გაშავებას ცდილობს,რომელმაც უბრალოდ საკუთარი აზრი ჩამოაალიბა და დაწერა საჯაროდ საკუთარი გვარისა და სახელის მიუთითებით,ხოლო მასზე ვინც წერს -ვინ არის,ვის დაკარგვიაო და აქილიკებენ ათასი სულელურ ფსევდონიმს არიან ამოფარებული. მეორე და მთავარი, თანამედროვე სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი მართლა ზღაპარი არ არის-ბოლო რომ აუცილებლად კეთილი იყოს, არამედ უდიდესი ბიზნესი-ფულია, პოლიტიკასთან გადაჯაჭვული, ხოდა როდესაც ფეხბურთის ევროპელი მამების მიერ, სუსტი გუნდების ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ხელშეწყობის პოლიტიკით ვისარგებლეთ და ევროზე მოვხდით, როგორც გვჩვევია, ეგრევე დაიწყო გაუთავებელი ბაქი-ბუქი და ჩამოყალიბდა ზღვარგადასული მოლოდინი რომ აუცილებლად ჯგუფიდან უნდა გავიდეთ.არადა ყვველას დაავიწყდა შესარჩევის ფიასკო-ესპანელებთან განადგურება,შოტლანდიასთან და ნორვეგიისთვის ვერც ერთი თამაშის მოგება, ის რომ ფიფას რეიტინგში ლამის მე-80 ვართ, ნაკრების ძირითადი ბირთვი ან ნაკლებათ ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ ანაც საერთოდ მე-2 ლიგებში გამოდიან, ღმერთს მადლობა ამ მასობრივი ფსიქოზის ფონზე ჩვენა ნაკრებმა მოახერხა და ჩემის მოკრძალებული აზრით, ისტორიაში საუკვეთესო თამაში აჩვენა-მხოლოდ გატანილი გოლის შემდეგ, თორემ მანამდე იყო სრული კატასტროფა და წარმოდგენაც არ მინდა რომ არა ვარი და რამდენიმე სანტიმეტრიანი აფსაიტი რაც მოხდებოდა. ტოლსწორად და სანახაობრივად კი ვეთამაშეთ გოლის შემდეგ თურქებს,მაგრამ სამწუხაროდ კლასით მაინც გვაჯობეს და მოგვიგეს. გამოდის რომ ტყუილად არ წაიყვანეს ის 18 წლის ბიჭი რეალში და არა ჩვენი ლიდერი-კვარა, მათი თამაშის მქკ-ტი ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან როგორც რეალი და ნაპოლი.....კიდევ ერთი, ის ხალხი ვინც კვარას გუშინ კვარადონას ეძახდა,სხვადასხვა გრანდებში გადაყავდა ასეული მლ-ბის სანაცვლოდ და საერთოდ ბრიყვულად გვიმტკიცებდნენ რომ მთელი საფეხბურთო სამყარო ხვიჩას გარშემო ტრიალებსო დღეს ლანღავენ და წაგებას მას აბრალებენ, ისე როგორც სანიოლს, იმას კი არ ფიქრობენ,რონ წიტას,მექვაბიშვილს,კვირკველიას, კაშიას, იგივე კვარას და სხვებს მეტი არ შეუძლიათ და ისედაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადეს...თავს ზემოთ ძალა არ არისო ხომ გსმენიათ...ცუდია რომ ამ მტკივნეული- ემოციური მარცხის შემდეგ ჩეხებთან უფრო გაგვიჭირდება და ეხლა ნაღდათ არ არის კვარას და სანიოლის ლანძღვა გინების დრო...ზღაპარი გრძელდება, მართალია მისი კეთილი ბოლოსი ნაკლებათ მჯერა მაგრამ მაინც...
შულაია
19 ივნისი 2024 10:34
7
რას ლანძღავთ ამ კაცს , აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. ჩვენთან საკუთარ აზრს არ გამოთქვამენ, სხვის აზრს აკრიტიკებენ. მეც მგონია რომ მწვრთნელმა წააგო.
თამაზი
19 ივნისი 2024 10:34
8
სამწუხაროდ დადგა ის მომენტი როცა კიტეს ტრავმის შემდეგ შემცვლელი საძებარი გახდა, არადა კიტე, ჩაკვე და კვარფაცხელია, კიდე არაბიძე აღარ არის საჭიროო....,
ასევე მარცხენა ფრთა, აზაროვის არ წაყვანა........
თენგო
19 ივნისი 2024 10:33
3
ამნაირი ცხიმის გროვები სანიოლის ფეხბურთს რომ აკრიტიკებენ, ხაზარაძე და სააკაშვილი პატრიოტიზმზე, წითლიძე და პატარაია ქალის კდემამოსილებაზე რომ წაიკითხავენ ლექციას, უგულავა ბიუჯეტზე ... ჭიაბერაშვილი და თარხნიშვილი სამართლიან არჩევნებზე ... ვინ დაგვიდგება წინ!
მომპირკეთებელი
19 ივნისი 2024 10:23
13
შეუცვლელი არავინ არ არი უნდა შეეცვალა, აზაროვი რატო არ წაიყვანა ამაზე არავინ დაფიქრებულხართ?
დავით
19 ივნისი 2024 10:10
4
ეს ვინაა საერთოთ?სპორტული საიტია და ადვოკატების აზრი რატო წერია?
ანდრო
19 ივნისი 2024 09:51
17
ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია თუნდაც ერთი მომენტის შექმნა, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტს და ბოლო წუთები(სხვაზე რომ არ ვილაპარაკოთ) ამის ნათელი დასტურია. უბრალოდ გუშინ იღბალმა ზურგი შეგვაქცია.
სოხუმელი ვეტერანი
19 ივნისი 2024 09:50
7
კვარას არ წაუვიდა თამაში, მაგრამ ამის მიუხედავად გაყვანა როგორ შეიძლებოდა ტრავმა ქონდა თუ რა? რო გაეყვანა ძალიან დიდი უპირატესობა ექნებოდათ თურქებს. 2-3 კაცი მეურვეობს ეს დიდ სივრცეებს უხსნის სხვა ფეხბურთელებს და ბოლოს თითქმი 100% იანი საგოლე შექმნა. ასე რომ კვარას დონის ფეხბურთელი როცა გყავს არ გაიყვანო უნდა(ჯვარი სწერია) ტრავმა თუ არ მიიღო
ბექა
19 ივნისი 2024 09:47
5
ჯერ ერთი ვარსკვლავი იმის ვარსკვლავია, რომ ყოველ წუთს შეიძლება არაორდინალური რამ გააკეთოს და მის შეცვლას სამართლიანი კრიტიკა მოყვებოდა! მეორე - თუ ბუდუს შემოყვანაზეა ლაპარაკი, ის სულ სხვა სტილის მოთამაშეა და ნაკლებპროდუქტიულია, როცა ბურთი სწრაფადაა ამოსატანი ...
მესამე - თუ შეცვლაში შენს კლიენტებს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გულისხმობ, ესაოდა ადამიანების მოტყუება ეხერხებათ და ისინი უნდა შეეყვანათო, ისინი განაცხადში არ ყოფილან! :))
ეცადე ილაპარაკო იმაზე, რაც იცი, შენი ბოღმა შეინახე!
ბაკარია
19 ივნისი 2024 09:35
19
ქანეშნა, ვინ მისცა ამას ფეხბურთზე საუბრის უფლება, კალოშა და კობახა უფრო ინტელექტუალურად ჩაანალიზებენ:)
მირონ
19 ივნისი 2024 10:09
9
ყველა ყველაფრის სპეციალისტი რომაა საქართველოში იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად.ყველამ ვიცით სხვამ რა და როგორ უნდა გააკეთოს და სხვისთვის ჭკუის სწავლებაში მაგრები ვართ თანაც ურემი რომ გადაბრუნდება შემდეგ.
sss
19 ივნისი 2024 09:31
6

სიახლეები პოპულარული