"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
სრულიად გარეშე პირს, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციით რატომ აძლევთ ხვიჩას გალანზღვის უფლებას!!! ვინ არის ეს კაცი და საერთოდ რა გაუკეთებია ან ქვეყნისთვის ან ფეხბურთისთვის? არ გრცხვენიათ საერთოდ რეებს აკეთებთ!! ზურცხულია ეს ყველაფერი!!! სპორტალლ აბა თქვენ იცით დაბლოკეთ მიუღებელი კომენტარები :)))))))
Pepelu
19 ივნისი 2024 09:13
14
ვანბასტენი და პლატინი გამოუვლია მწვრთნელს როცა არ წასვლის თამაში და ვინაა კვარა მაგათთან რომ ვერ უბედავენ გამოცვლას, მარა სანიოლი ხო პრინციპული მწვრთნლი არაა. ნოდარ ახალკაცი უნდა ამ ბიჭებს და მერე გენახათ ბევრი 13 მაისი
კახა
19 ივნისი 2024 08:53
12
და რამოდენიმე ადამიანი რომ მარტო კვარას მეურვეობდა თამაშობდა, და ეს სხვებს აძლევდა შედარებით თავისუფლებას, ეს არაფერი??? დაანებეთ ამ ბიჭს თავი!
...
19 ივნისი 2024 11:45
1
აი როგორი არ უნდა იყოს ახალფაზრდა ფეხბურᲗელი! ᲨეხედეᲗ კვარაცხელიას და კარგად დაიმახსოვრეᲗ.
ჯიბო
19 ივნისი 2024 08:26
25
კარგით რა? თუ ვერაფერი ყოფილა როგირ მოგვიგეს? ეს ერთი, მეორეც თურქებს აშკარა უპირატესობები ჰქონდათ შეტევაში. მწვრთნელი რომ მაღალი დონის არ არის აშკარაა. კვარამაც კკადი ვერ აჩვენა საერთოდ. სამწუხარო წაგება
აჩი
19 ივნისი 2024 08:10
6
რა სადაო ,რომ კვარაცხელია შესაცვლელი იყო.მე თუ მკითხავ კვარას სკამი მოუხდებოდა შემდეგ თამაშზე,დამიჯერეთ ეგ მაგრად შველის.ქოჩორა ოქრო არაა,ბაჯაღლოა!!!!
გარსია
19 ივნისი 2024 07:53
7
ქართელები მაქსიმალისტები ვართ შედეგში და რატომღაც საქმის კეთებაში არა. ნამდვილ გულშემატკივრი ისაა ვინც წუხს ქართულ ფეხბურთზე და არა ნაკრების შედეგზე.
gogi
19 ივნისი 2024 07:27
4
ერიჰაააა
დავითი
19 ივნისი 2024 07:53
0
სრული სიმართლეა რასაც ეს კაცი ამბობს. კვარაცხელია პირველი ტაიმის შემდეგ გამოსაცვლელი იყო იქნებ უკეთესადაც წასულიყო საქმე. დავითაშვილი და ზივზივაძე უფრო ადრეუნდა შემოეყვანა. ზუსტადაც სანიოლმა წააგო ეგთამაში და მრჩეველიც არყავს ნორმალური ვინმე. ისე ვერაფერი გუნდი ყოფილა თურქეთი შეგვეძლო გაგვეხია დასანანია.
უსახელო
19 ივნისი 2024 06:51
13
მართალი ხარ 100პროცენტი
Guja
19 ივნისი 2024 08:04
4
Netai advokaturashic egetive kompetenturia es batoni?
Sergo
19 ივნისი 2024 06:01
9
ხაზარაძის ადვოკატი საიდან ამოჩიჩქნეთ? ხვალისთვის ველით გია ხუხაშვილის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ბაია პატარაიას, ლაშა ბუღაძის კომენტარებს. და ა.შ. კომენტარებს.
გოგა
19 ივნისი 2024 05:25
23
კაცი თუ სიმართლეს ამბობს ხაზარაძის ადვოკატი იყოს და თუ გინდა მიკლუხო მაკლაის.
გოგას
19 ივნისი 2024 14:32
2
საქმე იმაშია რო მე პირველად გავიგე შენი სახელი და გვარი ადვოკატო, და ხვიჩასი კიდე მთელი ჩემი ცხოვრება მეცოდინება!! და ბიჭების კიდე
გიო
19 ივნისი 2024 03:01
42

სიახლეები პოპულარული