"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
კვარაცხელია გინდ ყოფილა და გინდ არა, მაგის გარეშე უკეთესად ითამაშებს ნაკრები, ბალასტია გუნდისათვის
maxare
18 ივნისი 2024 23:53
25
ვაი შენს პატრონს უბედურეს, შენსას!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 ივნისი 2024 01:49
13
რა უნდა გელაპარაკოს ადამიანმა...
)))
19 ივნისი 2024 01:44
6
მართალია, წიტაიშვილი სუსტი რგოლი იყო, ხშირად არამართებულად ანელებდა ტემპს და, შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ხვიჩას სუსტი თამაში გარკვეულწილად ამის ბრალია, შენგელია უკეთესი იქნებოდა, ჩაკვეტაძის გაყვანა ვერც მე გავიგე, ლოჩოშვილის შემოყვანაც, ალბათ კვირკველიას შეცვლისთვის ემზადებოდა, მაგრამ ამ ყველაფერთან ამ საიტზე რა შუაშია ადვოკატ კორძაძის არაკვალიფიციური კომენტარი? ადმინ, არ დაბლოკო ჩვეულებრისამებრ, ან ახსენი, რა ნახე ამ კომენტარში მიუღებელი
yw
18 ივნისი 2024 23:51
8
მარტო წიტაიშვილს ვერ გაამტყუნებ,მე ვიტყოდი წიტაიშვილი კავარაცხელიას ტანდემი იყო სუსტი და ეგ უფრო კვარას ბრალია.წიტაიშვილი რომ მიხვდა მაგას იმიტომაც ურტყამდა კარში.
ენვერიკო
19 ივნისი 2024 08:53
2
ვერაფრით ვერ ვხსნი წიტაიშვილი რატომ დააყენა შენგელიას მაგივრად სასტარტოში,ლუქსემბურგთან გამარჯვება ბუდუსთან ერთად შენგელიას უდიდესი დამსახურებაც იყო!!
!!!
18 ივნისი 2024 23:46
2
შენგელია თითქოს დაუფასებელი ფეხბურთელია, ისედაც თავმდაბალი ბიჭი ჩანს, არადა რა კარგი მოძრაობები აქვს, კარგი დარტყმები
იკა
19 ივნისი 2024 01:20
0
დიახ მართალია ეს კაცი, კვარა ფორმაში არ იყო ან ვერ იყო, ამიტომ უნდა შეცვალო.
ზურაბ სუხაშვილი
18 ივნისი 2024 23:43
2
აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და რაც შეეხება მამარდაშვილის ჩასვლას საჯარიმოში ვფიქრობ გამართლებული იყო რადგან წაგების შემთხვევაში გასვლის შანსი ფაქტიურად იკარგებოდა და გარისკა თუმცა არ გაგვიმართლა
გიო9
18 ივნისი 2024 23:38
2
ხომ ხარ ხაზარაძის ადვოკატი, უთხარი იყიდოს წალენჯიხის " იუვენტუსში ".
-
18 ივნისი 2024 23:34
13
აბსოლუტურად გეთანხმები ძმაო. კვარაცხელია იყო შესაცვლელი მეორე ტაიმში და შემოსაყვანი დავითაშივილი. თამაში უფრო გათანაბრდებოდა. დიდის ალბათობით
მოქალაქე
18 ივნისი 2024 23:34
5
ბიჭო, აი ასეთ დროს, ასეთი კარტოფილი ხალხის კომნეტარებს რატომ აქვეყნებთ ????
QT
18 ივნისი 2024 23:25
27
ან რატომ უნდა გამოაქვეყნო ამისი აზრი საერთოდ.ხალხი დგას და ილანძღება და არაფრის ღირსები არ ვართ რა.იმის მაგივრად გავამხნევოთ ბიჭები დგანან და უაზროდ აყენებენ შეურაწყოფას ვირაც ვირაცეებს
გეგი
18 ივნისი 2024 23:28
18
ეს მე მგონი ადვოკატზე უფრო მაგარი მწვრთნელობაშია და შემდეგი შესარჩევი ციკლი ამას დავაწყებინოთ
მამუკა
18 ივნისი 2024 23:22
9
ვერ ვითამაშეთ ვაღიაროთ ოთხმოცი პროცენტი დაცვაში გავატარეთ ესე თამაშს ვერ მოიგებ
Gigola
18 ივნისი 2024 23:22
8

სიახლეები პოპულარული