"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
1თურქები თავისუფლად მოქმედებდნენ საჯარიმოში 2 შესაცვლელი იყო კვარაცხელია და არა ჩაკვეტაძე
თენგო
18 ივნისი 2024 22:54
2
ეს ვინაა საერთოდ??
გელა
18 ივნისი 2024 22:52
13
ჰო კვარაცხელია რომ შეეცვალა თამაშს აუცილებლად მოიგებდა არა? და რომ შეეცვალა და წაეგო მერე რაღას იტყოდი. ან შეცვლაზე შემოსულმა რომელმა ფეხბურთელმა გაამართლა და კვარაზე ან სხვაზე უკეთესად ითამაშა? ამ თამაშმა რეალობაში დაგვაბრუნა მეც და ალბათ ბევრი სხვაც. სუსტი დაცვა, ფიზიკურად მოუმზადებელი ნახევარდაცვა.ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდში მამუჩაშვილი.
ალექს
18 ივნისი 2024 22:51
37
წიტაიშვილს რატო ათამეშებს საერთოდ, ყველაზე მაგარი ნაკრები გვყავს, არასწორი ტაქტიკით ათამაშებს, ჩაკვე ყველაზე მეტად იხარჯება მოედანზე, კვარას არ წაუვიდა თამაში და უნდა შეეცვალა
ქართველი
18 ივნისი 2024 22:51
3
თამაში წააგო სანიოლიმ,ჯერ შემადგენლობა როგორი დააყენა და გუნდს სათანადო თვითდაჯერება აკლდა,აქ მწვრთნელზე ბევრი რამ დამოკიდებული!
დავითი
18 ივნისი 2024 22:49
2
ეს თამაში სანიოლმა წააგო. კვარაცხელია ვერაფერს ვერ აკეთებდა, პასებს არ იძლეოდა, 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ გასცდა თურქ მცველებს, მიუხედავად ამისა მწვრთნელმა მთელი თამაში ათამაშა. ზივზივაძე რომელმაც ნახევარფინალში 2 გოლი გაიტანა, ერთა ლიგის ფინალი გვათამაშა და ევროპაზე გასვლის შანსი მოგვცა მწვრთნელმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშა. ლოჩოშვილის მოედანზე გამოყვანა დიდი შეცდომა იყო. ასევე სამწვრთნელო შტაბიდან არავინ უთხრა მამარდაშვილს რომ კარი უაზროდ არ უნდა დაეტოვებინა და მესამე გოლო არ უნდა მიგვეღო. ბოლო გაშვებულმა გოლმა შეიძლება გადამწყვეტი როლო შეასრულოს ჩვენი ჯგუფიდან გასვლაში. იმ შემთხვევაში თუ საქართველო 3 ქულას დააგროვებს შეიძლება ამ მესამე გოლის გამო ვერ გავიდეთ ჯგუფიდან.
ქომაგი
18 ივნისი 2024 22:46
2
ჩაკვე და წიტა იმიტომ შეცვალა, რომ ტაქტიკა შეცვალა. შემტევ ტაქტიკაზე გადავიდა. 4X4X2. შემდეგ საერთოდ 3X4X3 ზე გადავიდა.
მწარე
18 ივნისი 2024 22:46
7
მართალს ამბობს ეს ადვოკატი.
Status quo
18 ივნისი 2024 22:45
8
აუუ დაიწყეს უკვე პროფესოტრობა რა.ბიჭო ყველამ საკუთარი საქმე რომ ვაკეთოთ და მივხედოთ მას ამ ქვეყანაში, მეტი კომპეტენტურობით უკეთესი არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უფრო?მაგდენს ვერ ხვდებით განა?
გეგი
18 ივნისი 2024 22:43
29
მაგასზე უკეთესი ვარსკვლავი სახლში დატოვა….!!!გამოვლენ ახლა პოდკასტებში კიკინება და არველაძეები და ეგეთი ბევრი ექსპერტები და დაიწყებენ ვილიკო კარგი მწვრთნელი არისო …ალთუნაშვილი უნდა იყოს თურმე ნაკრებში და არაბიძე საზონოვი და აზაროვი არა თურმე …ალთუნაშვილის გარდა რამდენი უვარგისი ფეხბურთელია და ზემოდან რამდენი პენსიონერი …პრობლემა ასაკი კი არაა პრობლემა ის არის რომ ვერ ინძრევიან მაგრამ ჯინზე მაინც თამაშობენ…..ჯაბა ჯიგარი ხაააარ !!! მაგრამ წაგეყვანა რა ისიც ….
მდააა
18 ივნისი 2024 22:42
18
მართალი ხარ! ფეხბურთელს უნდა შეეძლოს 90 წუთი სირბილი თუნდაც გაუჩერებლივ! მეორე ტაიმში ნახევარდაცვა კონტრშეტევაზე ცენტრს ვერ ცდებოდა, ფეხებს ძლივს ერეოდნენ! მამუჩაშვილს რო არ წაიყვან ან აზაროვს რომლებსაც 120 წუთი შეუძლიათ ისე ითამაშონ რომ არ დაიღალონ და კლასიც მაღალი აქვთ მაგიტომ ვიღებთ ეგეთ შედეგებს! ნორმატივს რომ ვერ აბარებს ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა იყოს ის! ან თუნდაც იმ გადმოვარდნილი ბურთის ვერ გაჩერება რა უსაშველობა იყო ისეთი მესამე გოლო რო მოყვა, თუ ვერ აჩერებ შე მამაცხონებულო მოიშორე მაინც ერთი შეხებით, მარჯვნივ ორი ჩვენი ფეხბურთელი ცარიელი იყო!!!
მერაბი
19 ივნისი 2024 09:27
1

სიახლეები პოპულარული