"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
ფეხბურთს უყურეთ და მერე ისაუბრეთ. ხვიჩასთვის პასის მიღების მომენტებს დააკვირდით, მის წინ რამდენი ფეხბურთელი დგება და თუნდაც უბურთოდ, ოდნავ სახიფათო ზონაში გადაადგილებისას 3 მეტოქე რომ დასდევს. საერთოდ, რაგგონიათ, ან რას ელით, ნახევარ გუნდს მოატყუებს და გაიტანს? საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის ნაკრებებს, თუნდაც სხვებს რომ ბევრად ცნობილი ვარსკვლავები ჰყავთ, რა გააკეთეს ისეთი, რომ აღფრთოვანდით და ემოციები ვერ დამალეთ? ხვიჩა მისთვის დაკისრებულ ფუნქციას კარგად ასრულებს. ჯადოქარი არ არის, არც მეტოქეებია რამით ნაკლები. წარმატება საქართველოს ნაკრებს
შენგელია
24 ივნისი 2024 16:56
0
ადვოკატმა თუ გააკეთა კომენტარი, უტყუარი იქნება. ხვიჩას არ ჰყავს თავისი კლასის თანაგუნდელები, რომ უფრო მეტად შეუწყონ ხელი.

"კვარას ხარჯზე გამოჩნდნენ ეგენი, მუდამ 2-3 კაცი ჰყავდა ფეხზე და სივრცეები კვარას ხარჯზე გვქონდა. თურქებმა შეტევებით ცენტრიდან აგვიკლეს, სადაც ქოჩორას და ჩაკვეს სივრჩე იყო და 2 გოლიც მაქედან გავიდა" ერთი ახლობლის აზრი დააკომენტარე.
წესიერად ვერც პასი მიაწოდეს ხვიჩას, ვერც გამოიყენეს განსაკუთრებით ბოლოში მისი ჩაკიდული ბურთი, თავადაც ცოტა ფრთხილად თამაშობდა, ცოტა ჟილკა აკლდა,რამოდენიმეჯერ აართვეს ბურთი, მაგრამ რასაც წერენ ხვიჩაზე, სრულიად არ ვეთანხმები
ხათუნა
20 ივნისი 2024 17:25
3
ხათუნამ თუ გააკეთა კომენტარი უტყუარი იქნება )
როგორც ეშმაკს ჯვარის, ისე გეშინიათ სიმართლისა და აზრის!
გია_544
22 ივნისი 2024 11:43
3
სანიოლ სიგუას მიეცი შანსიიი და პირობას ვდებ თბილისიდან გვასახელებსსსს...
Karche ra
19 ივნისი 2024 12:06
1
საქართველოში ფეხბურთი ის თემაა, რომლის გულშემატკივარიც „გინეკოლოგი“ არასდროს ყოფილა! ბატონ კორძაძეს ალბათ ბევრი დაეთანხმება. ყველა მოვლენას თავის მიზეზი აქვს და „არაგინეკოლოგმა“ მწვრთნელებმა რომ წაგებული მატჩის კომენტირებისას მეტი პროფესიონალიზმი და არ არაფრისმომცემი დიპლომატია გამოავლინონ, უკეთესი მგონია!
გიორგი
19 ივნისი 2024 15:37
2
შემწვარი გოჭი :))
Karena
19 ივნისი 2024 12:56
0
შალო
19 ივნისი 2024 12:55
0

სიახლეები პოპულარული