"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
ჩაკვე გასაყვანი არ იყო (ყველამ ვიცით ვინ უნდა გაეყვანა მწვრთნელს),ბუდუ,შენგელია და გველესიანი იყო შემოსაყვანი, ბიდუ გასაგებია რატომაც, გველესიანი კი სტანდარტულებიდან თავით მაგრად თამაშობს,შეიძლებოდა ბოლო ორ კუთხურზე გამოგვდომოდა, შენგელიას კი მაგარი დარტყმები აქვს და წვიმიან ამინდში გამოგვადგებოდა(უბრალოდ ტრამვის მერე როგორ ფორმაშია არ ვიცით).ქოჩორა გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო, ცივსისხლიანი და დაუღალავი. მიქაუტაძე ნამდვილი გოლეადორია
ლევან
19 ივნისი 2024 00:11
4
ჩაკვეტაძის გაყვანა დანაშაული იყო. კვირას მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლი. წიტაიშვილი პირველივე ტაიმში იყო შესაცვლელი. ეს თამაში სანიოლმა წააგო, როგორც მწვრთნელმა.
გუნდს მადლობა და წარმატებები მომავალ თამაშებში...
ზაზა
18 ივნისი 2024 22:54
4
გაიხარე 100% გეთანხმები !!!!
Lasha
18 ივნისი 2024 22:58
1
100%-თ გეთანხმები, ჩაკვეტაძე კი არა კვარა უნდა შეეცვალა, წიტაიშვილიც ადრე უნდა შეეცვალა
გია
18 ივნისი 2024 22:38
6
1თურქები თავისუფლად მოქმედებდნენ საჯარიმოში 2 შესაცვლელი იყო კვარაცხელია და არა ჩაკვეტაძე
თენგო
18 ივნისი 2024 22:54
2
აბსოლუტურად გეთანხმები ძმაო. კვარაცხელია იყო შესაცვლელი მეორე ტაიმში და შემოსაყვანი დავითაშივილი. თამაში უფრო გათანაბრდებოდა. დიდის ალბათობით
მოქალაქე
18 ივნისი 2024 23:34
5
ვერ გაბედა სანიოლმა ხვიჩას გაყვანა.მეორე ტაიმის 10-15 წუთის მერე,როცა ხედავდა,რომ არაფერი გამოსდიოდა,უნდა გაეყვანა,ღმერთის წყალობით თავდასხმაში დიდი არჩევანი გვაქვს.ლოჩოშვილი,რომელსაც არ უთამაშია ბოლო არც ერთ გადამწყვეტ მატჩებში და თავის გუნდშიც კი ზამენაზე ზის,საერთოდ რა შუაში იყო???წაგების მიუხედავად ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს,ღირსეულად გაართვეს თავი პირველ გამოცდას,უბრალოდ თურქეთს მაგრა გაუმართლა.შეიძლება ასეთი ბურთები მეორეჯერ ვერც კი გაიტანონ ამ ფეხბურთელებმა კარიერაში.ბედიც გინდა ფეხბურთში,რაც დღეს დაგვაკლდა.
მირო
18 ივნისი 2024 23:02
1
ასეთ და უფრო უკეთეს გოლებსაც გაიტანს ალბათ გიულერი, მაგრამ საქმე მარტო მაგაში არ არის, პირველ ტაიმში საჯარიმოს ხაზთან წაართვა ბურთი ხვიჩას იგივე გიულერმა და ქოჩორაშვილის ხარიხაზე გარტყმული ბურთის დარტყმისასაც მაგან შეუშალა ხელი. არ უკადრისობს წინ და უკან სირბილს 19 წლის ბიჭი და იხარჯება ბოლომდე
სიმართლე (oficial)
19 ივნისი 2024 01:08
0
რაც იღბალს ეხება; უფრო ჩვენ არ გაგვიმართლა, ვიდრე იმათ გაუმართლათ
სიმართლე (oficial)
19 ივნისი 2024 01:13
0
ყოჩაღ ბიჭებს მაგრად იომეს.ერთი კაცით ნაკლები იყვნენ მითუმეტეს!კვარა სად იყო ხოარ დაგინახიათ ვინმეს?)))
გიორგი IV
18 ივნისი 2024 22:58
8
რა ყოჩაღ, 3-1 წაგება?, ყოჩაღ ქოჩორაშვილს ეკუთვნის, მაგრამ გუნდს არა.
ალექს
18 ივნისი 2024 23:18
12
სრული სიმართლეა რასაც ეს კაცი ამბობს. კვარაცხელია პირველი ტაიმის შემდეგ გამოსაცვლელი იყო იქნებ უკეთესადაც წასულიყო საქმე. დავითაშვილი და ზივზივაძე უფრო ადრეუნდა შემოეყვანა. ზუსტადაც სანიოლმა წააგო ეგთამაში და მრჩეველიც არყავს ნორმალური ვინმე. ისე ვერაფერი გუნდი ყოფილა თურქეთი შეგვეძლო გაგვეხია დასანანია.
უსახელო
19 ივნისი 2024 06:51
13
მართალი ხარ 100პროცენტი
Guja
19 ივნისი 2024 08:04
4
გასაკვირია, ,ასეთ დიდ ფორუმზე როცა მილიარდზე მეტი მაყურებელი გყავს, ვარსკლავად ითვლები, ყველა შენ მოგჩერებია და აფლავებ თამაშს, ევროპის მასშტაბით არც თუ ისე ძლიერ გუნდთან, რომელშიც 18 -19 წლის ბიჭები ბრწყინავენ (განსაკუთრებით გიულერი) ე.ი რბილად რომ ვთქვათ არამყარ ფსიქიკასთან გვაქს საქმე ან უფრო რთულად არის ყველაფერი
gia
19 ივნისი 2024 01:18
8
შენგელია უნდა დაეყენებინა სასტარტოში,მერე ბუდუ და საბა ლობჟანიძე უნდა შემოეყვანა
..
18 ივნისი 2024 23:02
1

სიახლეები პოპულარული