"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

1. თავიდან კვარაზე ვიტყვი.
ჩემი აზრით, უსამართლოდ აკრიტიკებთ. რა თქმა უნდა, მას თურქეთთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია, ბევრი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ  ვერავინ იტყვის, რომ მან მონდომება დააკლო. ის გუშინ ყველგან იყო და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული თამაში არ წაუვიდა, მაინც შექმნა პირადად ორი საგოლე შანსი: ერთი - როცა მიქაუტაძე საჯარიმოში შემობრუნებით ურტყამდა და ორმა მცველმა დაუბლოკა და მეორე, როდესაც ჟორჟმა და ქოჩორამ ერთმანეთს ხელი
შეუშალეს. ორივე მომენტი იყო რეალური საგოლე შანსი და რომ გასულიყო, კვარა ამ თამაშს ორი ასისტით დაამთავრებდა. ეს გოლები რომ არ გავიდა, ამაში მისი წვლილი არაა. მოდი, ვიკითხოთ, ვინ შექმნა მასზე მეტი რეალური საგოლე შანსი გუშინდელ თამაშში ქოჩორას გარდა? არც არავინ.
სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ შეცვალა ის სანიოლმა. კვარას, როცა თამაში არ მისდის, მაშინაც კი შეუძლია თამაში მოგაგებინოს.

2. შემდეგს ჩაკვეზე ვიტყვი.
გუშინ კარგი თამაში კი ჰქონდა, მაგრამ არა - საუკეთესო. ეს იყო 50 პროცენტი იმისა, რაც მას შეუძლია და ამაში ბრალი მხოლოდ სანიოლს მიუძღვის. არაა ჩაკვეს ადგილი მარჯვნივ. თავადაც აქვს ნათქვამი და ისედაც კარგად ჩანს, რომ ის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს, როდესაც თამაშობს ცენტრში ოდნავ მარცხნიდან. ამ დროს მას ისე შეუძლია ბურთის ამოტანა და დიაგონალზე ნახევარი მოედნის გავლა, რომ კაცი ვერ აჩერებს. ერთი პერიოდი სანიოლიც თითქოს მიხვდა ამას და "ერთა ლიგის" თამაშებში, მერე ლუქსემბურგთან და საბერძნეთთანაც ჩაკვეს სწორედ მარცხნივ აყენებდა, მაგრამ ახლა ისევ მარჯვნივ გადმოწია და მივიღეთ ნახევარი ჩაკვე. "ჰამბურგის" მწვრთნელი იყო კიდევ ასეთი ხისთავიანი, სულ მარჯვნივ აყენებდა ჩაკვეს და გვახსოვს, ის ისტორია როგორც დამთავრდა.
3. ზოგადად თამაშს რაც შეეხება, თამაშის მერე მიმოხილვაში გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა და სრულად ვეთანხმები: კარგად გამოჩნდა, რომ მიწოლა და შეტევა გვეხერხება და როცა ამას ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს ვუქმნით, ამიტომ სრულიად გაუგებარია, საკუთარი ნებით რატომ ვთმობთ ინიციატივას თამაშის 80 პროცენტის გნმავლობაში.
4. ქოჩორაზე რა უნდა ვთქვა? . გუშინ ჩვენ ის სულ სხვა კუთხიდან დავინახეთ - არა მხოლოდ როგორც კარგი ჩამშლელი და მებრძოლი, არამედ ასვე, როგორც კარგი შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი. ეს კი ისეთი კომბინაციაა, რაც ჰაერივით სჭირდებოდა ნაკრებს და რაც მას საშუალებას მისცემს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

5. რაც შეეხება პერსპექტივას, ამ თამაშმა აჩვენა, რომ ის ძალიან კარგი გვაქვს და წინ მივდივართ. უცხოელი გულშემტკივრებიც კი აღნიშნავენ, რომ თურქეთი-საქართველო ჯერ-ჯერობით ამ ევროზე ყველაზე კარგი თამაში იყო. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგია, რაც შეიძლებოდა მოგების გარდა მიგვეღო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შემთხვევითი გუნდი არ ვართ და შედეგის მიუხედავად, ამ ევროს მაყურებელს თავს დავამახსოვრებთ. ჯგუფიდან გასვლა, რა თქმა უნდა, კარგია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ დებიუტანტისთვის ძალიან დიდი შედეგი იქნება, თუ ამ ევროს შემდეგ ნეიტრალურ გულშემატკივარს თავს დავამახსოვრებთ, როგორც სიმპათიური გუნდი და მთელ ევროპაში გულშმატკივრებს გავიჩენთ, როგორც თბილისის "დინამოს" ჰყავდა გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები მთელ საბჭოთა კავშირში. ახლა ევროპელთა გულების დაპყრობის დროა", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 51 /
კვარაცხელიასგან საქართველო სასწაულებს ელოდება და თქვენ ბატონო მერაბ მას რიგითი ფეხბურთელივით აფასებთ.მთელი 80 წუთი ძალიაბ დაბალ დონეზე ითამაშა.მის მაგივრად რომ სხვას თუნდაც ზივზივაძეს ეთამაშა მაგაზე სუსტი ვერ იქნებოდა.
ჩემი აზრით
20 ივნისი 2024 11:58
9
ასე ამხელა ... და ასე ამდენი ... სად შეიკრიბეთ? ყველა ერთი ... ხართ ნაკეთები :)))))))))))
Pepelu
20 ივნისი 2024 11:32
3
რატომ ლაპარაკობ უ ტ რ ა კ ო ყ ა რ ა ჩ ო ხ ე ლ ი ვ ი თ ?
მამუკა
20 ივნისი 2024 19:03
0
კაცო რა გაუხურეთ ან ბიჭს.აირჩია უკვე თავის ცხოვრება.ღმერთმა შეარგოს და მილიონებიანი კონტრაქტი აქვს,ხელი აქ,ტანი აქ,ფეხი აქ სახე აქ.ხოდა მორჩაა. ქართველი დევიდაა ბექჰემი. მოწოდებით მოდელია და ძალაა?რატო ლანძღავთ?თავისით მიაღწია.თქვენ გთხოვათ რმე?ხოდა შეეშვით.მიდი ხვიჩია იტანტალე...
რაინდია
20 ივნისი 2024 05:06
9
არავინ იძახის რომ მონდომებული არ იყო.მაგრამ პასს მიცემას ან აგვიანებდა ან არ იძლეოდა და ვერც მოწინაამღდეგეს ატყუებდა, სწორად უნდა შევძლოდ გაანალიზება თუ შედეგი გვინდა. მწვრთნელს ის 75წთზე მანც უნდა შეცვალა, ჩაკვე უნდა დაეტოვა და გადმოეწია მარცხნივ, მარჯვნივ კი ლობჟანიძე და ცენტრი დავითაშვილით და ზივზიბაძე შემოეყვანა
გიორგი
20 ივნისი 2024 02:43
4
მერაბ მეტრეველი,ჟურნალისტია და არა სპორტული ჟურნალისტი.როცა ის რაიმე პოსტს დადებდა და აქ სტატიის სახით დებდნენ,ყოველთვის ვაპროტესტებდი,რადგან დილეტანტისაგან სტატიის გამოქვეყნება,სრულიად მიუღებელია.ამ ჯერზე,მერაბ მეტრეველის სტატია,თავიდანვე სტატიადაა დაწერილი და ხარისხითაც მომწონს.ასე დაწერილს,არასოდეს გავაპროტესტებ.
სტატიის დებულებებიდან მხოლოდ ერთს დავაკომენტარებ.საქართველოს ნაკრებს შეუძლია და ეხერხება დაწოლა,მაგრამ საამისოდ არ ჰკმარა ფიზიკური მომზადება და ამიტომ პოზიციურ დაცვას მივმართავთ.მუდმივად აქტიურები რომ ვიყოთ შეტევაში,სულ ცოტა 6-7 ისეთი ფეხბურთელი უნდა გვყავდეს,რომლებსაც სულ ცოტა იმდენი სირბილი შეუძლიათ,რამდენსაც გიორგი ქოჩორაშვილი დარბის.სხვა შემთხვევაში,ის დაგვემართება,რაც საქართველოს ნაკრებს,პოლონეთის ნაკრებთან დაემართა,თემურ ქეცბაიას მწვრთნელობით უკანასკნელ მატჩში.მაშინ თემურსაც ტავი გადააჭამეს,რატომ შეტევით ფეხბურთს არ ათამაშებო,ნაკრებს და როცა გადაწყვიტა,ეს არისო,ჩემი ხელმძღვანელობით,ბოლო თამაში,ნაკრები შეტევაში გაუშვა.პირველ ტაიმში შევჭამეთ,პოლონეთი,.ჩვენ ნახევარზე ბურთი არ გადმოვატანინეთ,სულ ცოტა 9 ჯერ დავარტყით კარისაკენ,მაგრამ ვერც ერთი კარში.დაიწყო მეორე ტაიმი და რამდენიმე წუთში,ჩვენს ნაკრებს უკვე არაქათი აღარ ჰქონდა.ლევანდოვსკიმ ეთთრკიკი გაგვიკეთა,მეოთხეც მიაყოლეს და 0-4 წავაგეთ.თემურ ქეცბაიამ ი გვაჩვენა,რაც სხვა თამაშებშიც გველოდა,თუ წინ გავიქცეოდით,მაშინ ხომ მაქსიმუმ 60 წუთი შეგვეძლო გატოკება,მერე კი,კაცი ვეღარ დარბოდა.ორიოდე კვირის შემდეგ,პოლონეთთან უკვე პოლონეთში ვითამაშეთ,კახი ცხადაძის ელმძღვანელობით.ვითამაშეთ ლაღი,ტექნიკურ ფეხბურთი,მაგრამ მაინც 0-4 წავაგეთ.ერთი საათის შემდეგ,სირბილი აღარავის შეეძლო.წინ გაქცევით,ახლაც იგივე შეიძლება დაგვემართოს,თუ ძალები არ გამოვიზოგეთ.
სოსო
19 ივნისი 2024 23:10
1
მაგ თამაშში კახი ცხადაძე იყო მწვრთნელი და არა ქეცბა, უბრალოდ ჩაგისწორე სხვა არაფერი
ზაკო
20 ივნისი 2024 04:57
1
არაა ვგონებ მარტო ფიზიკაში საქმე, აქ უფრო მწვრთნელის ფუნქციები იკვეთება , შეიძლებოდა ალბათ უფრო გონივრული სვლების გაკეთება ვიდრე მამარდას კარიდან გასვლა, მერე კიდევ უნდა შეისწავლო მეტოქის შესაძლებლობები უკეთესად , აი როცა მოთამაშეს "დამხეცებული" აქვს ერთი არიდან კარებში დარტყმა და იქ თავისუფლად აგორავებინებ ბურთს სადაც 100 თვალი უნდა გამოისხა რატომ ხდება ასე ?
ვახსიმონტო
20 ივნისი 2024 04:12
1
კი ხვიჩა ცოტა ინერტული იყო და ვიცით მეტი შეუძლია თუმცა ორი საგოლე პასი გააკეთა და ვერ გავიტანეთ. ნუ გავიმეტებთ ძაან ცოტა ხასიათის ფეხბურთელია და კიდე გაგვახარებს ყველას. თუ კითხულობს ჩვენ კომენტარებს და გულისტკივილს მინდა ურჩიო ცოტა კრიჭა გახსენი ძმაო გაიღიმე გაილაღე და ეს გუნდსაც გადაეცემა ქართვები ვართ ჩვენ სიკვდილზეც სიმღერით მივდიოდით და ვიმარჯვებდით. ყველაფერი გამოგვივა !!
იპონი
19 ივნისი 2024 22:50
0
არ ვეთანხმები იმ აზრს,რომ ხვიჩას მონდომება არ დაუკლია,ამის თვალსაჩინო მაგალითი თურქეთის პირველი გოლის ეპიზოდია,როდესაც საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთს თურქმა ფეხბურთელმა ფანტასტიკურად დაარტყა და გაგვიტანა.დარტმის მომენტში მასთან ახლოს იმყოფებოდა კვარაცხელია,რომელიც მშვიდად,აუჩქარებლად უყურებდა ყველაფერს.მონდომებული ფეხბურთელი ხელს მაინც შეუშლიდა დარტყმის დროს,შეაშინებდა მაინც და ასეთი სასწაული დარტყმა აღარ გამოუვიდოდა.
დავითი
19 ივნისი 2024 22:20
6
სანიოლი მშიშარაა როგორც ვაისი. შეცვლებსაც ვერ აკეთებს დროულად. პრესინგის თამაშიც ვერ ასწავლა ბიჭებს ან უბრალოდ არ შეუძლიათ. აბა მარტო ხვიჩა და ჟორჟი რანაირად წაართმევენ 5-6 კაცს ბურთს? ძალებსაც უაზროდ ხარჯავენ. რატომ არის რომ სანამ 1-2 გოლს არ გაგვიტანენ, მანამდე არ ვფიქრობთ შეტევაზე? სულ ასე იყო ადრეც. ეს ცენტრის დათმობა რით ვერ მოვიშალეთ, თანაც თამაშის პირველივე წუთებიდანვე? თუკი თამაშის ბოლოს ახერხებ შტურმის მოწყობას(თანაც დაღლილები), რატომ არ შეგიძლია გააკეთო ეს თამაშის დასაწყისში? ჩეხებთან მართლა ომის გადატანა მოგვიწევს, იმედია ხვიჩასაც წაუვა თამაში და მოვუგებთ. პორტუგალია უფრო იოლად დასაძლევი მგონია. აბა თუ 40 წლის რონალდოს და 87 წლის პეპეს ვერ აჯობე 20 წლის ბიჭმა, დაანებე თამაშს თავი და ეგ არი.
გიო
19 ივნისი 2024 20:16
10
აზრებს და შეფასებებს რა გამოლევს? დამეთანხმებით, რომ ქოჩორა აღმოჩენაა ნაკრებისთვის ?, თავიდან მიკვირდა რითი მოთაფლა სანიოლი? შავი სამუშაო ხომ კარგად არც ჩანს, თურმე შეუცვლელია, და არა მარტო ჩამშლელად, ასეთი არც გვყოლია, ჯაბასავით მუშაა და თან პლიუს სათამაშო ინტელექტითაც გამორჩეული, ყველ შემთხვევაში ჩვენ დონეზე, ჩვენი ბელინგემია, ყველგან იყო, მამუჩაშვილიც მომეწონა და ბევრი იბრძოლა ჩაკვემაც, ხვიჩას რაც შეეხება -ჩვენთვის ყოველთვის ლიდერი იქნება, მაგრამ ამ დონით შეიძლება ნაპოლშიც სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს, არაფერი რომ ვთქვად პსჟ-ზე, თამასა თავად აწია და ვეღარ ინარჩუნებს, მინიმუმ ვერ ავითარებს, ადვილად გასაშიფრი და წასაკითხი გახდა, მისი შეცვლა კი უძალიანესად რთული გადაწყვეტილებაა მწვრთნელისთვის, ამ გადმოსახედიდან კი მეც ვფიქრობ შესაცვლელი იყო, ბუდუ და ზურიკო ცოტა ადრე უნდა შემოეყვანა, ლუკას შემოყვანის შინაარსი კი მხოლოდ ვილიმ იცის, სამწუხაროდ ლოჩოშვილი საფეხბურთო ინტელექტით ვერ გაიზარდა, დიდი ხანია ვაკვირდები, მგონია მისთვის ფეხბურთი რუტინაა ....ისეთი ფეხბურთელები გვყავს ვერავისზე დააამტკიცებ რომ მეორეზე უკეთესი იქნება, თუ გინდ გველესიანი კვირკველიაზე ? , 2 მეტრიან ჩეხებთან ვილის ვის ათამაშებს? მათან შედარებით ლილიპუტებად გამოვჩნდებით, ნახეთ ჩაწოდებები რამდენი ექნებად, ტიპები საჯარიმოში დადგებიან და ვიღაცას მაინც მოხვდებაო თავში და გაგვიტანენ, ვინდ დაუდგება წინ? ალბათ სანიოლი იძულებული იქნება სიმაღლით იხელმძღვანოლოს, წიატიშვილს აღარ ათამაშებს,... შეცდომების რაოდენობის შემცირეება უნდა ვისწავლოთ, სწავლობს სანიოლიც, თუ გინდ მამარდას შემთხვევა ავიღოთ, 3 ჩაწოდებაზე მეკარე საჯარიმოში არ რჩება, მითუმეტეს როცა არც ფეხით და არც თავით თამაში არ იცის, მაქსიმუმ გადმოვარდნილ ბურთზე ეთამაშა, ალთუნაშვილი კი ,,ფეტვივით"' დაიბნა...და ბოლოს- მაინც მადლობა ბიჭებს, ისტორიულად როდის იყო რომ კლასით მაღალ გუნდთან შეტევებში დაგვემთავრებინოს თამაში? თამასა აშკარად აწიეს ბიჭებმა,
გუსანი
19 ივნისი 2024 19:39
1
Mivesalmebi batin merabis komentars.ratqmaunda chvenma bijebma yvelaferi gaaketes mindorze rac sheedzli bolo wutebzee unda gagvetanaa magram ar gagvimaryla magram araushavs shesanishnavi machi gvachuwes mayureblebd da mteli gulit ugulshematkivrot chvens bijebs gfaravdet gmerti da gisurvebt bevr wamatebebs.da jgufidan gasvlas.rac sheexeba xvichas man marylac ar utamashia cudat da is ro ara albat ufro cudi shedegi gveqneboda da is shesanishnavi fexburtelia kargi pasebi gaaketa ubralid ar gagvimartla warmatebebi minda visurvo chvens nakrebs.da mxardajera mteli eris swored axla sjirdebat bijebs.rom ufro motivirebulebi da sabrdzili ganwyobaze iyvnen.me mjera tqveni saqartvelo.
Shotiko
19 ივნისი 2024 19:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული