მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი "ჯვაროსნების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.

Opta-ს მიხედვით, "მამარდამ" ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა, ლატვიელმა მაშინ 12 სეივი შეასრულა.

ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს შეხვდება.

-31JUN/screenshot-2024-06-22-191715.png" border="0" alt="alt" title="მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე" style="height: 50px; width: 50px;" />საუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

altმამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მოგერიება და დამწუხრებული პატრიკ შიკი [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 24 /
ვიცი ბევრს არ მოეწონება .სანიოლმა მაგრად აურია .ბუდუ თადარიგში გყავდეს და ქვილითაია გამოიყვანო. ასევე გველესიანი გყავდეს და კვირკველია დააყენო სასტარტოში ცოტა ვერ უნდა იყო. მეთანხმებით თუ არა. საწინააღმდეგო აზრს გულმოდგინედ წაიკითხავს.
ლექსო
22 ივნისი 2024 19:47
5
მამარდაშვილი რომ არა მინიმუმ 5-1 წავაგებდით!
დოიჩ
22 ივნისი 2024 20:37
3
ჩვენი კარების ბურჯი ხარ მამარდა..დღეს უბრალოდ დიდებული იყო..წინა თამაშში ვინც საჯარიმოში ჩასვლის გამო აკრიტიკებდა ამ ბიჭს დღეს რაო..ყველა ქების ღირსია და თუ რომელიმე ვერ ამართლებს ეს მწრთვნელის პასუხისმგებლობაა მხოლოდ..30 ჯერ გადავახვიე გიოს გოლი დ აიქ მყოფი ქართველების სიხარული და იმედი თვალებში..იმედი არ მოკლებოდეს ყველა ქართველს..მადლობა ნაკრებს ..მე მჯერა ამ თაობის...მსოფლიოზეც გავალთ და საქართველოს ჰიმნს ბევრჯერ გავაჟღერებთ..
კიეზა
22 ივნისი 2024 19:34
2
გრანდების შესაფერისი მეკარე გვყავს. თავისუფლად შეიძლება ევრო 24-ის სიმბოლურში მოხვდეს. ბრავო მამარდას.
G.LA
22 ივნისი 2024 20:00
2
მე რო ვიძახდი ევროპის მერე მამარდა გახდება ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი მეთქი,რამის ჩამქოლეთ.(არავის გადაუღუნოთ)ხაზზე მე მგონი დღეს ბადალი არა ჰყავს.თუ გამოსვლებზეც ისე ითამაშა როგორც ხაზზე ცოტა ხანში ერთერთი საუკეთესო მეკარე იქნება.
jordan beli
22 ივნისი 2024 20:13
1
ლოთარ მათეუსმა თქვა რა ჯანდაბად არ იყიდა ბაიერნმა ეს ბიჭიო.
გიორგი
22 ივნისი 2024 19:32
1
რას ხანია ვიძახი რომ გიორგი ყველაზე ადრე გახდება 'გრანდების' ძირითადის წევრი! წარმატება, გიორგი!
გიორგი
22 ივნისი 2024 20:12
1
მამარდა რომ არა, ნამდვილად წავაგებდით.
აუხსნელია სანიოლის მოქმედებები. აშკარად ჩანს, რომ შემადგენლობის დაყენებაში სხვებიც ერევიან. ამის მაგალითია წიტაიშვილის დაყენება ძირითადში. აზაროვის წაუყვანელობა. და რაც ყველაზე უსამართლოა, ბუდუს იგნორირება.
მამუკა
22 ივნისი 2024 22:54
12
დაცვა არის ძირფესვიანად ამოსაგლეჯი ჩვენი ნაკრებიდან …
ss
22 ივნისი 2024 19:40
2
P.S. Მადლობა კვარა რო U21 არ ითამაშე.
Და რჩევა მიიღე თუ გინდა:სასწრაფოდ მოიშორე ის პრედლაჟენია კაცი და მამის მაგივრად მრჩევლად ვინმე სერიოზული და ფეხბურთში გარკვეული კაცი ნახე ვინმე.
jordan beli
22 ივნისი 2024 20:56
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული