La Gazzetta dello Sport: კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი შეათანხმა - "ნაპოლი" კონტრზომებს იღებს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებმა ხუთწლიანი ხელშეკრულება შეათანხმეს და კვარაცხელია წელიწადში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა "ნაპოლის" ხვიჩას გაშვება არ უნდა.

"კორიერე დელა სერა" იტყობინება, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე და სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გერმანიაში ქართველთან შესახვედრად გაემგზავრებიან.

"კვარას" ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ძნელი სათქმელია, იურიდიულად რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პსჟ თანახმაა, ტრანსფერში 100-110 მილიონი გადაიხადოს, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე
ლაურენტისი კი 200 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჭორები ჭორები ისევ ჭორები რამდენი ხანია შეკრებაზეა და ფიზიკურად გუშინ და დღეს ვერაფერი მოხდებოდა რაც სტატიაშია და გერმანიაში ჩასვლაც რა აუცილებელია საერტოდაც არცერტი მხარის სურვილი არ იქნევოდა ეს ინფორმაცია გარეტ გამოსულიყო თუ შედგა სეხვედრა მხოლოდ ის ხალხი იქნებოდა ვინც ამაზე საჯაროდ არ ილაპარაკებდა ამიტო ნუ აბოლებთ ხალხს რომ კონტრაქრტი თქვენი თვალიტ ნახეთ
ნოდო
16:15 25-06-2024
1
ჯუღელს ეხება კანონი აგენტების შესახებ?ჰა?
FIFA
18:25 25-06-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული