La Gazzetta dello Sport: კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი შეათანხმა - "ნაპოლი" კონტრზომებს იღებს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებმა ხუთწლიანი ხელშეკრულება შეათანხმეს და კვარაცხელია წელიწადში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა "ნაპოლის" ხვიჩას გაშვება არ უნდა.

"კორიერე დელა სერა" იტყობინება, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე და სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გერმანიაში ქართველთან შესახვედრად გაემგზავრებიან.

"კვარას" ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ძნელი სათქმელია, იურიდიულად რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პსჟ თანახმაა, ტრანსფერში 100-110 მილიონი გადაიხადოს, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე
ლაურენტისი კი 200 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მე 1 ის ვერ გავიგე... გუშინ 10 მილიონს წერდით დღეს 7.5-ს.
პაპა
12:23 26-06-2024
0
როგორ არ დაიღალეთ ამდენი ტყუილებით და ჭორაობით....
დელიკა
12:09 26-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული