28 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

AutoSharing Option
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2024 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 28 ივნისს შედგება.

გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი", დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი "იბერია 1999" და ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები - "დინამო თბილისი" და "ტორპედო ქუთაისი".

28 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში, "იბერია 1999" "დინამო თბილისს" შეხვდება, ხოლო "დინამო ბათუმი" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

იბერია 1999 - დინამო
თბილისი | დავით პეტრიაშვილი არენა | 20:00

.არბიტრი - ბ. ნინუა

. პირველი ასისტენტი - დ. ახვლედიანი
. მეორე ასისტენტი - დ. გაბისონია

. მეოთხე მსაჯი - ი. იზორია
. ვიდეომსაჯი - გ. კიკაჩეიშვილი
. ვიდეომსაჯის ასისტენტი - გ. ელიკაშვილი

დინამო ბათუმი - ტორპედო | აჭარაბეთ არენა | 21:00

. არბიტრი - ა. აფციაური

. პირველი ასისტენტი - დ. ჩიგოგიძე
. მეორე ასისტენტი - ბ. ჟვანია

. მეოთხე მსაჯი - ი. შენგელია
. ვიდეომსაჯი - გ. ავაზაშვილი
. ვიდეომსაჯის ასისტენტი - ლ. ვარამიშვილი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ღირს ბილეთი თუ უფასოა?
Noko
17:21 28-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული