"ჩვენი სკოლის მიმდევარია, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს" - კავაზაშვილმა მამარდაშვილზე ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

კავაზაშვილის თქმით, "მამარდა" უფრო ძველი სკოლის მიმდევარია და ისე თამაშობს, როგორც ამას საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეები აკეთებდნენ.

- როგორ შეაფასებდით მამარდაშვილის გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე?
- რა შეგვიძლია მასზე ვთქვათ? მან უკვე ყველაფერი თავად თქვა. ყველა მატჩში ძალიან მშვიდად, დამაჯერებლად, ევროპულ სტილში გამოიყურება, ან სიმართლე რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირის სტილში. ის ჩვენი სკოლის მიმდევარია. საკუთარ საჯარიმოში შეცდომებს არ უშვებს და სულელურად არ თამაშობს მაშინ, როცა მის წინ
რამდენიმე მეტოქეა.

მცველს პასს მაშინ აძლევს, როცა თანაგუნდელი თავისუფალია. ასე რომ, ის ჩვენი სტილისაა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეები სწორედ ასე თამაშობდნენ. ვფიქრობ, ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მამარდაშვილი აუცილებლად მოხვდება ტურნირის საუკეთესო სამ გოლკიპერს შორის", - განაცხადა კავაზაშვილმა KP Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ამ დროისთვის ევროზე საუკეთესო მეკარე მამარდაშვილია, მაგრამ..." - კავაზაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარის შესახებ

alt"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

altანზორ კავაზაშვილი: საქართველოს ნაკრები ელიტას უახლოვდება

მკითხველის კომენტარები / 41 /
ამ ოკუპანტის აზრს რატო გვიზიარებთ?
zaza
28 ივნისი 2024 13:05
10
(თავისი სამშობლოს ოკუპანტის)
მალხაზ ჯობავა
28 ივნისი 2024 14:22
0
კავაზაშვილი არ მიმაჩნია ქართველ ფეხბურთელად, იმისთანა მაიმუნობები აქვს ნათქვამი ჩვენს ფეხბურთზე და ქვეყანაზე, სრულიად დაკარგული აქვს ჩვენი პატივისცემა!
ანზორ, მიხედე შენს რუსულ ფეხბურთს, გვიყურე შორიდან და ყლაპე ნერწყვი!
ავთო
28 ივნისი 2024 14:30
2
კავაზაშვილი შეიძლება პრასტიტუკაა მაგრამ საბჭოთა კავშირს იაშინი და დასაევი მაგარი მ
ეკარეები ყავდათ
დავითი
28 ივნისი 2024 19:46
0
რუსების ოცნებას რომ კავაზაშვილებად და პავლიაშვილებად გადაგვაქციოს, უწერია კრახი!
ქუთაისელი
28 ივნისი 2024 13:02
6
მე უდიდესი რუსი მოაზროვნის სოსიკო პავლიაშვილის განცხადებებს ველოდები,სპორტალ!არავითარ შემთხვევაში არ გამოგვაპაროთ
ირაკლი
28 ივნისი 2024 14:50
3
აბა რა!მთავარია სასო რას იტყვის.კავაზაშვილი ჩარჩა სსრ-ში.თუმცა რა გასაკვირია.
??
28 ივნისი 2024 15:09
2
ის თამაშობს როგორც ქართველი და არავის გავს, ლომივით იცავს კარს, ეს მხოლოდ ქართველს შეუძლია!
ირაკლი
28 ივნისი 2024 17:48
0
რა სასაცილოები არიან ეს რუსები,იხტიბარს არ იტეხავენ იციან რომ მამარდას მათთან არანაირი საერთო არ აქვს,მაგრამ მაინც ეტენებიან,თურმე საბჭოთა სტილში თამაშობს,ჰა ჰა ჰა
ბექა
28 ივნისი 2024 14:05
1
არ არის ქართველი. მაგრამ ჩვენთან გაიზარდა და ისწავლა მეკარეობა, როგორც ვიცი, ბათუმელი ბერძენია, ახლა საბჭოთა კავშირს მისტირის, აბა რა შუაშია საბჭოთა სკოლა, როცა არსებობდა და არსებობს მეკარეების ქართული სკოლა-მარღანია, კოტრიკაძე, ურუშაძე, გაბელია, სტეფანია.. სამწუხაროდ თავისუფალ საქართველოში არ გვყავდა მაღალი კლასის მეკარეები, ამიტომ ვაგებდით გადამწყვეტ თამაშებს მოლდოვასთან, რუმინეთთან, ლატვიასთან,,, ახლა გაგვიმართლა რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვყავს- გიორგი მამარდაშვილი
პატრიოტი
28 ივნისი 2024 13:53
0
პატრიოტ შენ გენაცვალე,

სტეფანია სად გაგახსენდა?აფსუს რა ახალგაზრდა
წავიდა.
555
28 ივნისი 2024 15:14
0
მიდით-მოდით-გადით რა ბატონო ანზორ. მამარდაშვილი არის თავისებური უნიკალური და დამშვიდდით. არავის არ ჰგავს.
***
28 ივნისი 2024 14:20
0
ხო მალე იმას იტყვიან ეს, ჯანაშია და მისთანები რომ ქართული ფეხბურთის ადგილი საბჭოთა კავშირშია.
ირაკლი
28 ივნისი 2024 15:38
7
ანზ(ღ)ორ მარაზმატიკი.
მამუკა
28 ივნისი 2024 15:26
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული