"უბრალოდ ეიფორიაში იყო და ამიტომ თქვა" - გრიმალდო "კვარას" განცხადებაზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და პორტუგალიის (2:0) მატჩის შემდეგ "ჯვაროსნების" ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

ესპანეთის ნაკრების განაპირა მცველს ალექს გრიმალდოს ჟურნალისტებმა "კვარას" განცხადების შესახებ ჰკითხეს.

"ლევერკუზენის" ფეხბურთელის თქმით, ხვიჩამ ეს იმის გამო თქვა, რომ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ეიფორიაში იყო.

"კვარაცხელია პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ეიფორიაში იყო და ასეთი განცხადება ამიტომ გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს მისაღები და სრულიად გასაგებია. ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ,
დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

ესპანეთი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა, ჩვენი კი არავის სჯეროდა, რა ხდება ახლა? ყველა ტურნირის ფავორიტად გვთვლის", - განაცხადა გრიმალდომ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა ხვალ, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altგიორგი მიქაუტაძე: იტალიაში ხვიჩასთან ერთად? რატომაც არა

altლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

altიულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

მკითხველის კომენტარები / 25 /
გრიმალდო, შენ იმდენი გამოცდილებაც არ გაქ რომ პორტუგალიასთან ესე მაგრა ითამაშო, როგორც ხვიჩამ! ჩვენები დედას გიტირებენ! ჩემი ვარაუდია, რომ მოხდება ეს
ESP 1/1 GEO
MORATA/KITEISHVILI
PENALTIES:
2/3
მე ვარ საქართველო
ქომაგი
22:48 29-06-2024
2
ეიფორიაში კი არა იმარჯვებს ფეხბურთი და არა ჟოპასტენკა დღეს იტალიამ მკვდარი ტაქტიკური მიდგომა აირჩია და წააგო...ეგრე ჩვენ ვითამაშებთ ფეხბურთს
გიო
22:00 29-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული