შთამბეჭდავი მაჩვენებელი - რამდენი მოგერიება შეასრულა გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მიუხედავად 4 გაშვებული გოლისა, "ჯვაროსნების" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Opta-ს ცნობით, "მამარდამ" ევრო 2024-ზე ჯამში 30 მოგერიება შეასრულა და ამით ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.

გიორგის იგორ აკინფეევის რეკორდის გამეორებამდე სულ ცოტა დააკლდა, რუსეთის ნაკრების მეკარემ ევრო 2008-ზე ჯამში 32 მოგერიება შეასრულა, რაც 1980 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ,
წამყვანი ესპანური გამოცემების ცნობით, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სულ მალე დატოვებს. "ღამურები" ქართველ კარის დარაჯს 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

altესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

altგიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს - ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ

altმამარდაშვილი FourFourTwo-მ მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარეთა შორის შეიყვანა

მკითხველის კომენტარები / 11 /
საინტერესოა რა მიგვაჩნია წარმატებად და რა გვიხარია? ყველა კომპონენტში ვართ გამოკვეთილად ყველაზე სუსტი გუნდი, თითქმის ორჯერ აღვემატებით ბოლოდან მეორე ადგილოსანს. ერთადერთი რაშიც ვართ უპირობოდ პირველ ადგილას ეს არის მეკარის სეივები და რასაც მივაღწიეთ მხოლოდ ამის წყალობაა, სხვა არაფრის. უეფას სტატისტიკის მონაცემებით კარში დაგვირტყეს 29-ჯერ, ჩვენზე ნაკლებ უარეს გუნდებს აქვთ: 16, 14, 13 და ასე შემდეგ. არც მინდა დავასახელო სახიფათო შეტევების, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული პასების სიზუსტის და თუ დრიბლინგების სტატისტიკები. ყველაფერში 2ჯერ ვაგებთ, ჩვენს შემდეგ ადგილოსანთან. შევეშვათ ფანტაზიებს, მხოლოდ მეკარის თამაშით მოვედით აქამდე.
სიმენონი
18:50 01-07-2024
5
მესმის თქვენი ლამის ჩემპიონობა გვინდოდა მაგრამ ნუ გავიწყდებათ გუშინ ჭ კლასჭი ვთამაშობდით დღეს პლეიოფი ვითამაშეთ თანაც ესპანეთტან და ცოტა ნამეტნავს ხომარითხოვთ??? თუ დააცდით ვინც ამ საქმეს ემსახურება მჯერა ეგ დღეც მალე მოვა...
ლადო
17:04 01-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული