მიუხედავად 4 გაშვებული გოლისა, "ჯვაროსნების" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Opta-ს ცნობით, "მამარდამ" ევრო 2024-ზე ჯამში 30 მოგერიება შეასრულა და ამით ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.
გიორგის იგორ აკინფეევის რეკორდის გამეორებამდე სულ ცოტა დააკლდა, რუსეთის ნაკრების მეკარემ ევრო 2008-ზე ჯამში 32 მოგერიება შეასრულა, რაც 1980 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
შეგახსენებთ,
ესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში
მამარდაშვილი FourFourTwo-მ მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარეთა შორის შეიყვანა