"ქართველი ერი აღმავლობის გზაზე დგას, საქმე კარგ გუნდთან გვაქვს" - რა თქვა "ლუდოგორეცის" მწვრთნელმა "დინამოსთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
"ლუდოგორეცის" მთავარმა მწვრთნელმა გეორგი დერმენჯიევმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"დინამო" შევისწავლეთ და ჩვენთვის გასაკვირი არაფერი გვინახავს. ვფიქრობ, საქმე ნამდვილად კარგ გუნდთან გვაქვს, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. მიმაჩნია, რომ საქართველოც, როგორც ერი, აღმავალია. ძალიან სერიოზული და რთული მატჩი გველოდება. მეტოქემაც ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იცის.

ძალიან კარგი მომზადება ჩავატარეთ, ვფიქრობ, მზად ვართ. ჩვენმა მოწინააღმდეგემ ოფიციალური მატჩები ჩაატარა, რაც მათთვის ძალიან კარგია. 

მენეჯმენტი, გუნდი და ხელმძღვანელობა ყოველთვის მაღალ
მიზნებს ისახავს. გვინდა, რომ ევროპაში რაც შეიძლება შორს წავიდეთ. პირველი თამაშის გამართვა ყოველთვის რთულია. ჩვენ უფრო მეტ მოთამაშეს ვეძებთ და ვფიქრობ, რომ მეტი ტრანსფერი გვექნება. სტატისტიკა არ მაინტერესებს. მინდა, რომ ტურნირებზე რაც შეიძლება შორს მივიდეთ", - თქვა დერმენჯიევმა. 

ინფორმაციისთვის, დღევანდელი მატჩი Huvepharma Arena-ზე თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს სტარტს.

alt"ეს ასპექტები წყვილში შანსებს ათანაბრებს... ზამთარში ტრანსფერებზე კარგად ვერ ვიმუშავეთ" - რა თქვა დემჩენკომ "ლუდოგორეცთან" მატჩის წინ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
26 ოქტომბერს გვაქვს მთავარი თამაში მოსაგები და მერე მართლა აღმავლობის გზაზე დავდგებიით
Lado
11:17 10-07-2024
37
Lado ეტყობა ნაცების მოგებაზე აკეთებს ნამიოკს.Lado,აქ ფეხბურთზეა საუბარი,პოლიტიკა სხვა საიტებზეა.ისე,ჩვენს შორის,ვფიქრობ გაგაწბილებენ,ევროს გახსნაზე გერმანია-შოტლანდიის მატჩის ანგარიში(5:1) იქნება დაახლოებით ოცნების სასარგებლოდ.
"არ გათეთრდების ყორანი,რაც უნდა ხეხო ქვიშითა"-ვიცით ქართული ანდაზა ყველამ.შეუძლებელია ძველი გრეხების ჩამობანა.
მერა
14:15 10-07-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული