"ლუდოგორეცის" მთავარმა მწვრთნელმა გეორგი დერმენჯიევმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"დინამო" შევისწავლეთ და ჩვენთვის გასაკვირი არაფერი გვინახავს. ვფიქრობ, საქმე ნამდვილად კარგ გუნდთან გვაქვს, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. მიმაჩნია, რომ საქართველოც, როგორც ერი, აღმავალია. ძალიან სერიოზული და რთული მატჩი გველოდება. მეტოქემაც ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იცის.
ძალიან კარგი მომზადება ჩავატარეთ, ვფიქრობ, მზად ვართ. ჩვენმა მოწინააღმდეგემ ოფიციალური მატჩები ჩაატარა, რაც მათთვის ძალიან კარგია.
მენეჯმენტი, გუნდი და ხელმძღვანელობა ყოველთვის მაღალ
მიზნებს ისახავს. გვინდა, რომ ევროპაში რაც შეიძლება შორს წავიდეთ. პირველი თამაშის გამართვა ყოველთვის რთულია. ჩვენ უფრო მეტ მოთამაშეს ვეძებთ და ვფიქრობ, რომ მეტი ტრანსფერი გვექნება. სტატისტიკა არ მაინტერესებს. მინდა, რომ ტურნირებზე რაც შეიძლება შორს მივიდეთ", - თქვა დერმენჯიევმა.
ინფორმაციისთვის, დღევანდელი მატჩი Huvepharma Arena-ზე თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს სტარტს.
"ეს ასპექტები წყვილში შანსებს ათანაბრებს... ზამთარში ტრანსფერებზე კარგად ვერ ვიმუშავეთ" - რა თქვა დემჩენკომ "ლუდოგორეცთან" მატჩის წინ [VIDEO]
"არ გათეთრდების ყორანი,რაც უნდა ხეხო ქვიშითა"-ვიცით ქართული ანდაზა ყველამ.შეუძლებელია ძველი გრეხების ჩამობანა.