სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, რის შემდეგაც ორი გოლი გაუშვეს. ჯერ დურიშიჩმა საჯარიმოდან 30 მეტრიდან გაიტანა, მერე კი დაცვის ცენტრის შეცდომის შედეგად ვუშუროვიჩი მეკარე მაქაცარიასთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე ტაიმში „დინამო“ უპირატესობას დაეუფლა, შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ და სამუშიამ თამაში გაამწვავეს. 84-ე წუთზე ხვადაგიანთან უხეშობისთვის მსაჯმა პირდაპირი ბარათით მონტენეგროელი სერატლიჩი გააძევა. მერე მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, კომპენსირებულ დროში კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს უგრეხელიძემ მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს ხვადაგიანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა და შეხვედრაც დასრულდა.
საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს ჩატარდება და ანგარიშიდან და მოწინააღმდეგის დონიდან გამომდინარე, ფელდჰოფერის ახალგაზრდულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის ურიგო შანსი როდი აქვს.
პოდგორიცა. „DG არენა“
მორნარი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 დურიშიჩი (20), 2:0 ვუშუროვიჩი (22), 2:1 უგრეხელიძე (90+4)
გაძევება: სერატლიჩი (84, მორნარი)
დინამო (თბ): მაქაცარია, კალანდაძე, ხვადაგიანი, ხარებაშვილი (ბაგრატიონი 81), სანტისი, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 70), ლომინაძე (სხირტლაძე 46), სიმონი, უგრეხელიძე, ცეცხლაძე (სამუშია 46), სალია (იობაშვილი 70)
ტიპებს რა დაბალი მეკარე ყავდათ, ალბათ 1.78 სმ იყო მაქსიმუმ. აქ რომ გვექნება თამაში, ეგ მაინც გამოიყენეთ, 7 დარტყმულიდან 5 გავა. იქნებ ეს მესიჯი ნახოს ვინმემ და იფიქროს რაც დავწერე