"ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით" - რა ითქვა ბელარუსთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეხუთე ტურში, საკუთარ მოედანზე ბელარუსთან 0:2 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ფეხბურთელმა ნინო პასიკაშვილმა გააკეთეს.

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ბოლო წუთებზე ორი გოლი გავუშვით. გულდაწყვეტილები ვართ, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წუთებამდე თამაშში ვიყავით. გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი. ვფიქრობ, ბელარუსზე მეტიც. გოგონებმა ტაქტიკურად ძალიან კარგად ითამაშებს. ასეთი მატჩები განვითარების ნაწილი და ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას.

ლიეტუვაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გოგონები
მზად არიან ამისთვის. საოცარი მებრძოლები და ფეხბურთები არიან, რომლებიც ყოველთვის განვითარებაზე ფიქრობენ, რაც თამაშიდან თამაშამდე ჩანს. სწორედ ამიტომ, ისინი იმსახურებენ გამარჯვებას.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ისინი ძალიან ეხმარებიან გუნდს. მათთვის ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით."

ნინო პასიკაშვილი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "დღევანდელი შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ ვართ. მეტის გაკეთება გვსურდა და თამაშის სცენარიდან გამომდინარე ასეთ დასასრულს ვერ წარმოვიდგენდით. სამწუხაროდ, დაცვაში შეცდომები დავუშვით, რაც შედეგზე აისახა. თუმცა, ამით არაფერი სრულდება. ლიეტუვაში სამი ქულისთვის ჩავდივართ, რადგან ჯგუფიდან გასვლას ვგეგმავთ".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესენი მართლა ვერ არიან, თუ მართლა ჰგონიათ ამით დაბოლდება ხალხი-რას ნიშნავს კარგად ითამაშე და კარგი მატჩი ჩაატარე-სატურნირო თვალსაზრისით პრინციპული თამაში წააგე და ასეთი კომენტარიი...გულის ამრევია პირდაპირ, ჯერ კომენტატორი რას კადრულობდა! როგორ მთელი თამაში ალამაზებდა ანგარიშს და ლატვიასთან გასვლაზე მოგებით გვაბოლებდა...სხვათა შორის იგივე სიტუაცია იყო ევროტურნირების თამაშისას-ტორპედოს,ბათუმისა თბ დინამოს რეპორტაჟებისას, მიუხედავათ იმისა რომ ვერც ერთი თამაში ვერ მოვიგეთ არც ერთი კრიტიკა არავის მიმართ-პათოსი ვითომდა მოვიგეთ,ყველაფერი კარგადაა და კიდევ ერთი ზეიმი, ფეხბურთის მამების მორიგი ორდენებით დაჯილდოება და ღია ბუსით თბილისის ქუჩებში დროშების ფრიალი დარჩა....რაც არ უნდა ეცადოთ ნაკრების ემოციური სადებიუტო გამოსვლით გადაფაროთ ქართული ფეხბურთის არსებული ჩიხური მდგომარეობა, ან კიდევ დავარცხნილი კომენტარები პირველი არხის კომენტატორებისა, ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ პასუხისგება მათ ვისაც ეხება-სად გაიფანტა ის ათეულობით მილონები ამ ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტიდან, რომელიც ფეხბურთის განვითარებაზე დაიხარჯა ამ ბოლო წლებში...შანსი არ არის ვერც მიქაუტაძის ტრანსფერი და მისი სიმბოლური ბომბარდირობა გადაფარავს ქართული ფეხბურთის დღევანდელ სამარცხვინო მდგომარეობას. თუ არა და როგორ არის ფარერის კუნძულების ჩემპიონატი,რომლის მოსახლეობა სულ 53 ათასია უეფას რეიტინგით 36-ე და ჩვენი-48-ე, 55-ევროპულ ჩემპიონატებს შორის. ხომ ნახეთ ჩერნიგორიის რომელიღაც სოფლის გუნდის ხემძღვანელის კომენტარი თბილისის დინამოსთან მოგების შემდეგ, როგორი სიამაყით ამბობდა-მოუგეთ გუნდსო რომელსაც ჩვენზე 25-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვსოო....ქართულ ფეხბურთში რომ სისტემური პრობლემებია და ყელამდე კორუფციაშია ჩაფლული ნუთუ ვერავინ ხედავს, ვინც.....
avto manjgalaze
13:34 13-07-2024
6
არ მიყვარს ქალთა ფეხბურთი მაგრამ გქომაგობთ, იბრძოლეთ რაც შეგიძლიათ,აგერ მაგალითი ხომ მოგცათ ბიჭების ნაკრებმა
დავით 67
03:37 13-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული