წარმოუდგენელი უსამართლობა - ბათუმის "დინამომ" "ლუდოგორეცს" არასაკმარისი ანგარიშით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ 1:0 სძლია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა.

აჭარულმა გუნდმა გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ, სახლში თავიდანვე აქტიურად შეუტია და მამუჩაშვილმა მცველისგან რიკოშეტით პადტის კარი დალაშქრა. მერე მამუჩაშვილის 100%-იანი გოლი ხორვატმა მსაჯმა დარიო ბელმა რატომღაც არ ჩათვალა. ბათუმელებმა ზეწოლა გააგრძელეს, ღუდუშუაურმა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა და ოდნავ ააცილა მიზანს. ცოტა ხანში კი ბლესას დარტრყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა და სტუმრებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც მათი
თავდამსხმელის, ტაკპეტეის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ღუდუშაურს გატანა მეკარემ არ დაანება. ბულგარული გუნდის ფეხბურთელები უხეშობას არ ერიდებოდნენ, რამდენიმე ყვითელი ბარათი მიიღეს და პაუზებით ტემპს აგდებედნენ. 87-ე წუთზე გომისის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოლოს ხარაბაძეს და გომისს პადტმა არ გაატანინა და დაპირისპირება 1:0 დასრულდა.

დემჩენკოს გუნდი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს და მონტენეგროს "დეჩიჩს" შეხვდება - 25 ივლისს სახლში, ხოლო 1-ელ აგვისტოს სტუმრად.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ლუდოგორეცი 1:0
გოლი: მამუჩაშვილი (3)

დინამო (ბთ): სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 46), კობახიძე, ხარაბაძე, სილვა, სანტოსი, ვიქტორი (მარა 63), მამუჩაშვილი, ღუდუშაური (ფაჩულია 90), გომისი, ბლესა (ტამბედუ 72)

altბათუმის "დინამო" "ლუდოგორეცთან" 1:3 დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ასეთი მსაჯები უნდა მოკვეთო სამუდამოდ ფეხბურთიდან
ტოტტი
23:21 17-07-2024
1
კაპიტანმა უნდა გააპროტესტოს ეს მსაჯთან და აქტიურად უნდა ზემოქმედებდეს მსაჯზე ფსიქოლოგიურად, მარტო სამკლაურის კეთება არ არის კაპიტნობა გუნდის.
Anti
23:07 17-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული