"ბათუმში ხელჩართული ჩხუბი იყო და "ლუდოგორეცის" ფეხბურთელები სასწაულებრივად გადარჩნენ" - ბულგარული მედია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ 1:0 სძლია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა. ბულგარული მედია იტყობინება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ საშინელ სცენებს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

sportal.bg-ი წერს, რომ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა და მათი ფეხბურთელები სასწაულებრივად გადარჩნენ. კერძოდ, აღნიშნულია, რომ მეკარე სერჟიო პადტზე იმის გამო გაბრაზდნენ, რომ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და ამიტომ ბოთლები ესროლეს. არაფერია ნათქვამი ნიდერლანდელის მიერ დროის გაყვანასა და გულშემატკივართა პროვოცირებაზე.

Sportall.Ge

გამოცემა იტყობინება, რომ საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე ფანატი გადახტა, რომელმაც "ლუდოგორეცის"
მოთამაშეებზე შურისძიება სცადა. ის იქაურობას გაარიდეს, მაგრამ ჩხუბი გუნდებს შორის დაიწყო, რომლებიც გააშველეს.

trud.bg-ის მტკიცებით, ქართველი ქომაგები მატჩის შედეგით უკმაყოფილოები დარჩნენ, მათ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, გვირაბში კი "დინამოს" ერთ-ერთმა მოთამაშემ მოწინააღმდეგეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მას პასუხი გასცეს და მოსალოდნელია, რომ უეფა საქართველოს ჩემპიონს მკაცრად დასჯის.

მკითხველის კომენტარები / 16 /
შეიძლება არავის მოსწონს სიმართლე,თუმცა თურქეთში ხშირი სიარული არ ადგება ბათუმლებს,დროა ცივილიზაციას დაუბრუნდნენ. ბოთლების სროლის მომენტი პირდაპირ ეთერში ვნახე,მერე რა მოხდა,არ ვიცი და წესით ტყუილს არავინ დააბრალებდათ.ისედაც ორი ლარი იშოვეს ამ შეჯიბრში მონაწილეობისთვის და იმასაც უეფას დაუბრუნებენ უკან.ისე გუნდის მფლობელიც კაი ხეპრე ტიპია და ფანებზე რა უნდა თქვა,გათურქებულ ქართველზე უფრო ცუდი მხოლოდ გარუსებული ქართველია.ამდენი ერი და ქვეყანა არის მსოფლიოში,შენი არ გინდა,ეს გავიგეთ,მარა რაღა თურქებს ირჩევ... ისე მისახედია ამ ამბავისთვის და დასაბრუნებლები არიან ეს ხალხი საქართველოსთვის. ყველა რუსეთზე არის გადართული,თუმცა ჩუმი ოკუპაცია მიდის აჭარის რეგიონის.
იასონას უდარი
04:11 18-07-2024
34
მართლაც რა სამარცხვინოები ხართ....როდის აქეთაა აგრძალული ფეხბურთში მეკარის მიერ დროის გაყვანის მცდელობა და თამაშის ტემპის დაგდება,როდესაც მისი გუნდი იგებს და სასურველი ანგარიში უკვე დაფიქსირებულია-ეს ფეხბურთში ტაქტიკური თამაშის აუცილებელი პრინციპია და არა მაყურებლის პროვოცირება. რა გამართლება შეიძლება ქონდეს მაყურებლების ასეთ ველურ საქციელს.....მსაჯობას რაც შეეხება იქნებ გაიხსენოთ ლუქსემბურგთან თამაში, თურქების და ჩეხების მიერ ჩვენს კარში გატანილი გოლების გაუქმება და მსაჯების მიერ იგივე ჩეხების და პორტუგალიის კარში დანიშნული პენალტები ჩვენს სასარგებლოდ, მიუხედავათ იმისა რომ ყველა ჩამოთვლილი ეპიზოტი საკამატო იყო, ისე როგორც გუშინდელი გაუქმებული გოლი.რას იზავ!! ასეთია ფეხბურთი და ბოთლების სროლა ,გინება და ჩხუბი მაგარი გოიმობა და პროვინციალიზმის გამოვლინებაა, განსაკუთრებით მძიმე საყურებელი იყო ჩავლილი ევოს ფონზე,რომელზეც ქართველმა ფეხბურთელებმა და ფანებმა საუკვეთესოდ წარმოაჩინეს ქვეყანა.....ფაქტია ქართული საკლუბო ფეხბურთი ღრმა სისტემურ ჭაობშია ჩაძირული, მიუხედავათ ამ ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ათეული მილიონებისა.... სანამ ქართულ ფეხბურთში ძმა ბიჭობა,ნეპოტიზმი და კორუფცია იქნება არც არაფერი გვეშველება-ისევ 48-ე ჩემპიონატი გვექნება უეფას რეიტინგით 55 ქვეყნიდან, ამასთან ფარერის კუნძულების ჩემპიონატი ევროპაში 36-ეა, რომლის მოსახლეობა დინამოს სტადიონზე დაეტევა თავისუფლად-54 ათასი.
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული