"ბათუმში ხელჩართული ჩხუბი იყო და "ლუდოგორეცის" ფეხბურთელები სასწაულებრივად გადარჩნენ" - ბულგარული მედია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ 1:0 სძლია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა. ბულგარული მედია იტყობინება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ საშინელ სცენებს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

sportal.bg-ი წერს, რომ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა და მათი ფეხბურთელები სასწაულებრივად გადარჩნენ. კერძოდ, აღნიშნულია, რომ მეკარე სერჟიო პადტზე იმის გამო გაბრაზდნენ, რომ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და ამიტომ ბოთლები ესროლეს. არაფერია ნათქვამი ნიდერლანდელის მიერ დროის გაყვანასა და გულშემატკივართა პროვოცირებაზე.

Sportall.Ge

გამოცემა იტყობინება, რომ საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე ფანატი გადახტა, რომელმაც "ლუდოგორეცის"
მოთამაშეებზე შურისძიება სცადა. ის იქაურობას გაარიდეს, მაგრამ ჩხუბი გუნდებს შორის დაიწყო, რომლებიც გააშველეს.

trud.bg-ის მტკიცებით, ქართველი ქომაგები მატჩის შედეგით უკმაყოფილოები დარჩნენ, მათ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, გვირაბში კი "დინამოს" ერთ-ერთმა მოთამაშემ მოწინააღმდეგეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მას პასუხი გასცეს და მოსალოდნელია, რომ უეფა საქართველოს ჩემპიონს მკაცრად დასჯის.

მკითხველის კომენტარები / 24 /
"სამარცხვინო" არის კლავიატურაზე ამოფარებით ვინმეს შეურაცხოფა. ვისაც ქართულთან და ნანახიდან, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაზე არა აქვს პრობლემა, უნდა ხვდებოდეს რომ პროვოცირებას ხალხი იმას კი არ ეძახის, მეკარეს დრო გაჰყავსო, არამედ მოთამაშეების, სათადარიგოების და სტაფის მიერ მაყურებლებისადმი მიმართულ მაპროვოცირებელ მიმიკასა და ჟესტიკულაციას. ეს კი განიკითხება ნებისმიერ დროს და ადგილას. რაც შეეხება არჩათვლილ გოლს: შედარებას აქვს რაღაც კრიტერიუმი, რა აქვს საერთო ჩეხების მიერ 100 % ხელით გატანილ გოლს, ან კიდე თურქების მიერ 100% ოფსაიდიდან გოლს - გუშინდელ ბათუმის მიერ გატანილ გოლთან. ევროზე ჩვენთვის იოტისოდენა დათმობა არ ყოფილა. აი პირიქით კი ბატონო, ესპანელების გოლთან შეიძლება გქონდეს პრეტენზია ოფსაიდზე და იყო ამის პრეცედენტი. გუშინ მსაჯი თითქოს არ დაეჭვებულა, მაგრამ სარწმუნო გამეორება ჩვენ არ გვინახავს, არც ვიდეორეფერი ჩაერთო და რატომ არ უნდა გვქონოდა პრეტენზია? რაც შეეხება პლასმასის ბოთლის სროლას (ვერაა მოსაწონი), ფეხბურთს თუ სისტემატურად უყურებთ, იგივე ლიგას ან ტოპ-5 ს, არაა მაინცდამაინც იშვიათი მოვლენა და ბუზიდან სპილოს ნუ აქცევთ.
ამატაკი
18:19 18-07-2024
0
მე ერთი რამე დავინახე, მთელი თამაში მაგათი დეხბურთელები ისე იწვნენ მოედანზე როგორც პლიაჟზე და მზე რომ ყოფილიყო ზაგარს მიიღებდნენ, ეგ ხო გუნდი არ ყოფილა, შემდეგ თამაშში გამოვარდებიან
ნიკოლოზი
17:46 18-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული