გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა - როგორ შეიცვალა ქართველი ფეხბურთელების ფასები ევრო 2024-ის შემდეგ?

AutoSharing Option
გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. "ჯვაროსნების" მეკარის სატრანსფერო ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.

"მეცის" ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი ევროპირველობის შემდეგ 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 20 მილიონ ევროს შეადგენს. Geo Team-ის ინფორმაციით, "ლიონი" მისი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს.

"ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა "ლევანტეს" ნახევარმცველის,
გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულებაც. მარტის მონაცემებით, "ქოჩორას" სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენდა, განახლებული მონაცემების მიხედვით კი, მისი ფასი 2.50 მილიონი ევროა.

"უოტფორდის" ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი მარტის შემდეგ უცვლელია და 2.50 მილიონ ევროს შეადგენს.

ასევე მარტის მონაცემების შემდეგ უცვლელია "შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილიც სატრანსფერო ღირებულებაც და კვლავ 5 მილიონ ევროს შეადგენს.

"აპოელის" მცველის, ლაშა დვალის სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა, "კრაკოვიას" კაპიტნის, ოთარ კაკაბაძის ფასი კი - 1 მილიონ ევრომდე.


მკითხველის კომენტარები / 19 /
საოცარია!
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე და ასევე ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, (ხვიჩა) რომელიც თავისი ფანტასტიური თამაშით ყველას გვაოცებს! ასეთ რაღაცას სიზმარშიც ვერ ვნახავდი...
gulshematkivari0703
00:45 19-07-2024
0
ძალიან სასიამოვნოა,თუმცა პირველ რიგში,დაოჯახებას ვულოცავ!გამრავლდი გიო!გაიხარე და გაგვახარე!მთელი ცხოვრება,სულ ბედნიერად და გამარჯვებებში გაგელიოს!
სოსო
21:17 18-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული