გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა - როგორ შეიცვალა ქართველი ფეხბურთელების ფასები ევრო 2024-ის შემდეგ?

AutoSharing Option
გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. "ჯვაროსნების" მეკარის სატრანსფერო ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.

"მეცის" ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი ევროპირველობის შემდეგ 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 20 მილიონ ევროს შეადგენს. Geo Team-ის ინფორმაციით, "ლიონი" მისი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს.

"ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა "ლევანტეს" ნახევარმცველის,
გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულებაც. მარტის მონაცემებით, "ქოჩორას" სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენდა, განახლებული მონაცემების მიხედვით კი, მისი ფასი 2.50 მილიონი ევროა.

"უოტფორდის" ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი მარტის შემდეგ უცვლელია და 2.50 მილიონ ევროს შეადგენს.

ასევე მარტის მონაცემების შემდეგ უცვლელია "შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილიც სატრანსფერო ღირებულებაც და კვლავ 5 მილიონ ევროს შეადგენს.

"აპოელის" მცველის, ლაშა დვალის სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა, "კრაკოვიას" კაპიტნის, ოთარ კაკაბაძის ფასი კი - 1 მილიონ ევრომდე.


მკითხველის კომენტარები / 21 /
წარმატებები!
გასახარი სიახლეები და უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსთვის თავდადებამ მოუტანათ!ეს დიდი მოტივაციაა ყველა სპორტსმენისა თუ ნებისმიერი ქართველისთვის!
საქართველოსთვის, ქართველებო!!!
შორენა
00:51 21-07-2024
0
ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვახდინოთ იაფიანი ფეხბურთელების ჩანაცვლება ნაკრებში ძვირიანი ფეხბურთელებით,,თუ გვინდა რომ ჩვენი ნაკრები კონკურენციაში იყოს საშუალო დონის ნაკრებებთან და გრანდებთანაც არ ნადგურდებოდეს და წინააღმდეგობას უწევდეთ ყველას რაც შეილება მალე უნდა ჩავანაცვლოთ ეს 1-მილიონიანი და მილიონ-ნახევრიანი ფეხბურთელები,,ვხედავთ რო მილიონიანი ფეხბურთელი 80-მილიონიანს წინააღმდეგობას ვერ უწევს და სანამ ჩვენს ნაკრებში ყველაზე იაფი ფეხბურთელი 10-15 მილიონი არ ეღირება იქამდე კონკურენცია ძაან ძნელი იქნება, თავგანწირვით და ბოლომდე ბრძოლით შეილება სადმე რამე გამოგვივიდეს მაგრამ სტაბილური შედეგებისთვის მაღალი დონის ძვირფასი ფეხბურთელები გვჭირდება,,ქაირათი-ჟეტისუ-იელგავა-იურმალა-სლოვანი და აპოელის ფეხბურთელებით ვერასდროს მოუგებთ მილანის-სიტის-ინტერის-ბაიერნის და ატლეტიკოს მსგავსი გუნდების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებებს (ისე კი ვითხოვთ ხოლმე)) წარმატებები ჩვენს ბიჭებს ტოპ-5-ის კლუბებისკენ სავალ გზაზე
gel-100
10:12 19-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული