"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედომ“ გასვლაზე „ტირანა“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სტუმრები დებიუტში იონსენმა დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე კლიაიჩი. მეორე ტაიმში „ტორპედომ“ თამაში გამოასწორა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბურთი დაიჭირა. ბოლოს ალბანური გუნდი შეტევაზე გადავიდა, დუბლის შესრულება კი იონსენს შეეძლო, რომელსაც კონტრიერიშისას მეკარე სელმანიმ არ გაატანინა და ქუთაისურმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა.

"ტორპედო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "ომონიას" დაუპირისპირდება.

ელბასანი. „ელბასან არენა“
ტირანა - ტორპედო 0:1
გოლი:
იონსენი (2)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, აურო (ბიძინაშვილი 61), მონტეირო, ელიტონი (შერგელაშვილი 72), გიგაური (მანჯგალაძე 86), ნინკოვიჩი, პირესი, იონსენი

altორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
კარგია შემდეგი ეტაპი მაგრამ ასეთი სისწრაფეებით გუნდი ვერ წავა შორს. სიცხემ და მინდვრის საფარმაც თავისი ქნა. იონსენს ორ მომენტში უნდა ეპასა, იმედია მწვრთნელი ხედავს ყველაფერ ამას. ტორპედოს რაც რესურსი აქვს იმის ნახევარს ვერ თამაშობს ჯერ. დინამო თბილისზე კიდე ნუ იშლით ნერვებს, ვიდრე ფიფიაა მფლობელი სულ ასე იქნება. ადრე დავწერე ნეტა საერთოდ არ გამოდიოდეს დინამო ევროტურნირებზეთქო და გადამიარეს აქ.
იბრუხ მართალი
00:20 19-07-2024
2
Gilocavt qutaturebo!!!!batumidan!!!
L.J .
00:10 19-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული