"ტორპედოს" შეხვედრაში ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო? - დელეგატმა მატჩს ჩავშლიო, თუმცა ბიჭებმა ვითამაშებთო!..

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორრაუნდიან დაპირისპირებაში ალბანურ "ტირანას" აჯობა და კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე კვიპროსულ "ომონიას" შეხვდება. ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ედო ბადალაშვილის თქმით, ჩვენი გუნდი შეხვედრისთვის საშინელ პირობებში ემზადებოდა:

"გუშინ დილით ჩამოვედით. გუნდს უნდა ევარჯიშა, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა არ დაგვახვედრა სათანადო სავარჯიშო მინდორი. გუნდს არ უვარჯიშია მატჩამდე. არ ჩატარდა წინასამატჩო პრესკონფერენცია.

გასახდელში საშინელი სიცხე, არანაირი არაფერი.

დღეს მატჩამდე ორივე კარი გავზომეთ ჩვენით, რადგან ყველაფერს ველოდით ამათგან - აღმოჩნდა, რომ არც ისე ტყუილად. ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო. დელეგატმა თუ გენდომებათ, მატჩს
ჩავშლითო… ბიჭებმა ერთმანეთში ისაუბრეს და არა, ვითამაშებთ ყველაფრის მიუხედავადო..."

დაველოდოთ, უეფა რა სანქციებს მიმართავს!..

alt"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ არ გააპროტესტე ასე გადაგივლიან მეტოქეც და მსაჯებიც. შენი დანახვისაც ამგენს უკვე უნდა ეშინოდეს. ამათან კაი ლაპარაკი არ გაჭრის და კაი გაგებით მიდგომა. თამაში უნდა ჩაეშალათ მარა ჯანდაბას მოიგეს და მაგას ახლა არავინ დაობს მაგრამ სანქციები უნდა იყოს ამ ციგნური გუნდის მიმართ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01:01 19-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული