ევრო 2025 | ქალთა ნაკრების მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ცნობილია

AutoSharing Option
19 ივლისს, ნიონში, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა. პლეი-ოფის პირველ ორმატჩიან ეტაპზე, ირის ანმტანის გუნდის მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის მეორე, გადამწყვეტ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 23-დან 29 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპის მატჩები 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე. ევროპის ჩემპიონატი 2025 წელს, 2-27
ივლისს, შვეიცარიაში გაიმართება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
9 უკვე გასულია
სტალინი
12:50 20-07-2024
1
ამ ქალთა ფეხბურთის გაპიარებაში ნამეტანი ბევრ ფულს ხარჯავთ არ გამოვა მაინც
დათო
08:43 20-07-2024
15

სიახლეები პოპულარული