"ერთხელ ვილიმ გამიყვანა და მითხრა, კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" - გიორგი გველესიანმა აქამდე უცნობი ისტორია გაამხილა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პერსეპოლისის" ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში "ნოესთან" სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

გველესიანის თქმით, იგი კლასიკურ ფეხბურთელებს არ ჰგავს და კოლექტივთან მუდმივად კონტაქტს ვერ ახერხებს.

"ყოველთვის აღნიშნავდნენ ფეხბურთელები, რომ ჩემთან მეგობრობა ცოტა ერთულებოდათ. განა იმიტომ, რომ ვერ შეძლებდნენ ან არ შეეძლოთ, უბრალოდ ტიპაჟურად სხვა ფეხბურთელებისგან განვსხვავდებოდი. ამას ჩემ სასიკეთოდ არ ვამბობ. ხანდახან კოლექტივთან ერთად როცა ხარ, ჯობს, რომ იმ კოლეგებთან 100%-ით კონტაქტური იყო და მე ეს მიჭირდა...

ვილიმაც აღნიშნა ერთხელ, გამიყვანა გვერდით და მითხრა: "გიორგი, შენ
როგორც გიყურებ, მაინცდამაინც კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" ვუთხარი, რომ ასეთი ტიპაჟი ვარ, შესაძლოა, ირანის გავლენაც კი იყოს-მეთქი. ჰო, დარწმუნებული ვარ, რომ ირანის გავლენაც იქნებაო...

სინამდვილეში, ეს ირანის გავლენა არ არის, თუმცა მარტო ცხოვრების გავლენა არის. მაგრამ საერთო ჯამში, მაინც ალბათ განვსხვავდები ტიპაჟურად კლასიკური ფეხბურთელის გაგებისგან", - განაცხადა გველესიანმა.

altგველესიანის გოლმა "პერსეპოლისს" ჩემპიონობა მოუპოვა [VIDEO]

altრონალდოს ღირსეული საქციელი და გველესიანის მაღალი შეფასება - მათი გუნდების მატჩი 0:0 დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯიგარი .ნაღდი
ქომაგი
16:36 22-07-2024
0
ეს ცოტა ინტელექტუალური ტიპია, მიდრეკილია სიტუაცისს ანალიზისკენ და მასეთებს ზოგადად უჭირთ საზოგადოებასთან ურთიერთობა. ყველას შეგვიმჩნევია როცა რაღაც იმაზე მეტი იცი რაც ყველამ მერე გიჭირს ყოველდღიურ ხუმრობაზე გაცინება, ბანალურ თემებზე დაფიქრება - აქედან მოდის გაუცხოებაც. მეტი/კარგი ზოგადი განათლება რო ქონდეს დაძლევდა მაგას იოლად - ყველაფერი წინაა აქვს!
რაც შეეხება დავითის კომენტარს - ამ ქვეყანაში (პრინციპში ყველგან ასეა) ვერავის გავარკვირვებთ მძიმე ბავშობით და დაბალი ხელფასით, უბრალოდ გამართლება გვჭირდება ყველას, სამწუხაროდ მარტო რუტინა საკმარისი არაა... მე ჩემ საზოგადოებაში ასე თუ ისე წარმატებულ კაცად ვითვლები მაგრამ ჩემმა შვილმა რაში უნდა მომბაძოს არ ვიცი, იმიტომ რომ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, უბრალოდ გამომართლა...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული