გველესიანის გოლმა "პერსეპოლისს" ჩემპიონობა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ირანის ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტურში "პერსეპოლისმა" საკუთარ მოედანზე "მეს რაფსანჯანი" გიორგი გველესიანის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა.

"პერსეპოლისმა" ტურნირი 68 ქულით დაასრულა და "ესტეგლალი" 1 ქულით ჩამოიტოვა. გველესიანმა ჩემპიონატის 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ახლა გიორგი ამაღლებული განწყობით შეუერთდება საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი კაცური კაცი! აბა ზოგიერთ დაბრმავებულ ფეხბურთელებს კი არ გავს, გიჟების წამახალისებელ განცხადებებს, რო ისვრიან? ყოჩაღ გიო! ოცნების მხარდამჭერი ხარ, მაგრამ არა ამ ბრბოს მხარეს, რომლებმაც ააოხრეს დედაქალაქი. ბავშვებსაც კი იმეტებენ ფარად.
ასეა!
11:08 03-12-2024
2
ვულოცავ გიორგის!25 თამაშში 6 გოლი,ბევრ თავდამსხმელსაც ვერ გააქვს.გურამ კაშია ჯანმრთელად გვყავდეს,მაგრამ თუ რაიმე მოხდა,გველესიანის იმედიც მაქვს,როგორც დაცვის ორგანიზატორის.ძალიან მომწონს,ეს ბიჭი.როგორც ფეხბურთელი და როგორც ჭკვიანი ადამიანი.
სოსო
12:35 02-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული