კატასტროფა - ბათუმის "დინამო" სახლში "დეჩიჩთან" 0:2 დამარცხდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დეჩიჩთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ გომისმა გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმში აჭარული გუნდის იერიშები გაგრძელდა, ვიქტორის თავური მიზანს ასცდა, სტუმრებმა კი პირველივე შანსები გამოიყენეს - ჯერ შეცვლაზე შესულმა კამაიმ თავით დალაშქრა სილვას კარი, შემდეგ კი - სტრიკოვიჩმა. კომპენსირებულ დროში ტამბედუს დარტყმული ბურთი მეკარე ნიკიჩმა მოიგერია და ბათუმის "დინამომ" მარცხი განიცადა.

საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) -
დეჩიჩი 0:2

გოლები: 0:1 კამაი (62), 0:2 სტრიკოვიჩი (67)

დინამო (ბთ): რ. სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 76), კობახიძე, ხარაბაძე, ვ. სილვა, სანტოსი, ვიქტორი, მამუჩაშვილი, გომისი, ღუდუშაური (ტამბედუ 66), ბლესა (მუჯირი 76)

alt"ეს "დინამოს" წინააღმდეგ აუცილებლად გამოგვადგება... "ლუდოგორეცმა" ქართული ბარიერი იღბლის წყალობით დაძლია" - რა თქვა "დეჩიჩის" მწვრთნელმა ბათუმური მატჩის წინ

მკითხველის კომენტარები / 93 /
მგონი საქართველოში არცერთ გუნდა აღარ უნდა ერქვას დინამო :), უკვე ყველა სხვა ქვეყნის გუნდმა იცის რომ თუ ქართულ დინამოს (თბილისი, ბათუმი, დედოფლისწყარო თუ ნოჯიხევი...) ხვდები მაინც მოუგებ :). ძალიან სამწუხაროა რომ ასეტი დაბალი დონეა შიდა ჩემპიონატში. იმედია დღეს იბერია და ქუთაისი სასურველ შედეგ მიაღწევენ, თორემ ვუგულშემატკივრებ ისევ კლაკსვიკს და დეჩიჩს :)
bebe
16:33 25-07-2024
0
თამაშისთვის არ მიყურებია. მიზეზი მქონდა. მაგრამ რაც აქ წავიკითხე, გამოდის ბათუმი მთელი თამაში უტევდა და გოლები იმათმა გაიტანეს. თუ ვერ გავიგე, ბოდიშს ვიხდი. მოკლედ ტაქტიკურად უთამაშიათ არასწორი ფეხბურთი.
პ.ს. ჰო მართლა, ზოგიერთი ვერ მიხვდა რომ ფეხბურთი არის დაცვა, შეტევა ან დაცვისთვისთვის და შეტევისთვის მზადება.
მწარე
16:01 25-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული