არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ადგილობრივ TASS-თან საუბარში წამოაყენა იდეა, რომ საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩი გაიმართოს.

7 ივლისს მინსკში, ლეგენდების შეხვედრების ეგიდით, რუსებმა ბელარუსთან 1:1 ითამაშეს, პენალტებში კი 5:4 იმარჯვეს. ახლა არშავინს უნდა, რომ მისმა ქვეყანამ საქართველოსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთანაც ითამაშოს. 

"ბელარუსის შემდეგ საქართველოსთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან ლეგენდების მატჩები უნდა გავმართოთ. ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ გაუთავებელი სამიტები და კონფერენციები გამართოთ, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად აერთიანებს ხალხს.

მაგალითად, თბილისში რეტრო-მატჩმა შესაძლოა, სტადიონი გაავსოს. საქართველოში ფეხბურთელების დონე
ყოველთვის კარგი იყო. თუ მოედანზე არველაძეს, ასათიანს, დემეტრაძეს, აშვეთიას, კობიაშვილსა და ქინქლაძეს ვიხილავთ, ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება", - თქვა არშავინმა. 

რუსული "სპორტ-ექსპრესი" "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ განცხადების შემდეგ აზრს ვეტერან ქართველ თავდამსხმელ გიორგი დემეტრაძეს დაეკითხა.

"პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო-მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მონაწილეობით, არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგი - პირიქით.

როგორია ჩემი აზრი? - მიმაჩნია, რომ სპორტი და კულტურული ღონისძიებები საქართველოსთვის სასარგებლოა. ასეთ მატჩში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ. უკეთესი იქნება, თუ ეს შეხვედრა ამა წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარდება, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდება", - თქვა დემეტრაძემ. 

არშავინის ინიციატივას აღფრთოვანებით შეხვდა მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი, რომელმაც "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში სურვილიც გამოთქვა, რომ თუ ეს დაპირისპირება მართლაც შედგა, მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს.

"ვფიქრობ, ახლა ზუსტად საუკეთესო დროა, რათა საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ლეგენდების მატჩი შედგეს.

გარდა ამისა, ყველა ქართველს ფეხბურთი ახლა ისე უყვარს, როგორც არასდროს, რადგან ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა თამაში და კარიერა სწორედ რუსეთში დაიწყო. ამიტომ, თუ ეს მატჩი გაიმართება, სიამოვნებით მივიღებ მასში მონაწილეობას და შემიძლია, მწვრთნელიც ვიყო. შემიძლია რუსეთის საფეხბურთო კავშირს ამ შეხვედრის ორგანიზებაში დავეხმარო", - თქვა კავაზაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 157 /
ვიღას ახსოვს 2008 წელი, გალსტუკიჭამია პრეზიდენტი. რომ არა რუსეთ -უკრაინის ომი, ხვიჩას ისევ რუსეთის მოედნებზე სირბილი მოუწევდა. ისევ "დიადი" რუსეთის ვირთხა კგბ მუშაობს საქართველოში.
ირაკლი
23:07 25-07-2024
1
ჩემი აზრით ცუდი არ უნდა იყოს ,მასე რომ მივუდგეთ მივუდგეთ მაშინ ამერიკასთან ყველა ქვეყანამ უნდა გაწყვიტოს ურთიერთობა , რატომ ? იმიტომ რომ ამერიკამ პირველმა და უკანასკნელმა გამოიყენა ატომური ბომბი იაპონიაში.დაგაივწყდათ თუ მოკლე მახსოვრობა გაქვთ ? დაგავიწყდათ რა გაუკეთა ავღანეთს ? ერაყს ? ლიბიას და რავი კიდევ 1000 უბედურების მომტანი ქვეყანაა .თუ ამის გაგება გინდოდათ მე ვთქვი . არც ის დამვიწყებია რომ ამერიკელებმა 300 მილიონი ინდიელი ამოწყვიტა საკუთარ მიწაზე .კიდევ გინდათ რამე ? იმასაც გეტყვით რომ სულ რაღაც 50 წლის წინ ფერადკანიანებს ანუ ზანგებს არ უშვებდა არსად სადაც თვითონ იყვნენ .გინდათ რომ ჩვენც ასე მოგვექცნენ ? მაშინ კარგად შეუძვერით ტრაკში ვაზელინის გარეშე ამერიკელებს და ევროპელებს .
ჯონი
22:54 25-07-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული