"იბერია 1999"-მა "პარტიზანი" დაჯაბნა და 2:0 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „პარტიზანი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე სახიფათოდ შეუტიეს და მომენტები შექმნეს: ტაბატაძის მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ მეკარე კირკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 31-ე წუთზე კი თბილისელები თერთმეტმეტრიანით ნონიკაშვილმა დააწინაურა.

„იბერია 1999“ აშკარად სჯაბნიდა მოწინააღმდეგეს, მეტადრე ტექნიკურად, მეორე ტაიმის დასაწყისში მათმა ნახევარმცველმა რაპაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. სილამ მალე მეორე გოლი გაიტანა, რომელსაც ჯინჯოლავამ ისეთი გადაცემა გაუკეთა, ბურთის კარში შეგორებაღა დარჩა.
ცოტა ხანში სილა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დუბლის შესრულება ვერ შეძლო. ტირანელები უხეშობდნენ, კოხრეიძემ და სილამ ტრავმები მიიღეს და შესაცვლელები გახდნენ. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და კორღალიძის შეგირდებმა 2:0 გაიმარჯვეს.

საპასუხო შეხვედრა 1-ელ აგვისტოს გაიმართება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
იბერია 1999 - პარტიზანი 2:0
გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (31, პენ), 2:0 სილა (57)
გაძევება: რაპაი (47, პარტიზანი)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი (დადიანი 90+7), კოხრეიძე (მამაცაშვილი 79), გ. მამაგეიშვილი (ფლორესი 90+7), ი. ტაბატაძე (გეგუჩაძე 85), სილა (სიხარულიძე 85)

altკონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

მკითხველის კომენტარები / 11 /
2-0 იგებ სახლში 10 კაცთან და დროის გაყვანა,უკან პასები და გორაობა რა სიბრძნეა? მესამე გოლზე არ უნდა გაიწიო?
Levani
22:16 25-07-2024
2
მიხარია რომ გაიმარჯვეს და ვულოცავ ამ კარგ ამბავს, მაგრამ 10 კაციან (და გადაყვითლებულ) ალბანურ გუნდს უნდა შეუტიო და არ უნდა ჩაჯდე დაცვაში ნახევარი საათით ადრე :) სამწუხაროდ ბევრჯერ გვახსოვს ალბანეთში წასული ჩვენი კლუბები 2 და 3 ბურთიანი ჰანდიკაპით და უკან დამწუხრებული დაბრუნებულან.. ასე რომ აქ უნდა დაემთავრებინა საბურთალოს ყველაფერი..
ქართველი
22:15 25-07-2024
1

სიახლეები პოპულარული