ფრე მონტენეგროში - ბათუმის "დინამო" კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „დეჩიჩს“ დაუზავდა - 0:0 (სახლში 0:2 დამარცხდა) და გათამაშებას გამოეთიშა.

იმის გამო, რომ მასპინძელთა გუნდის არენა „ტუშკო პოლე“ უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შეხვედრა დედაქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოედნის გაზონი საშინელ მდგომარეობაში იყო და ამიტომ დაპირისპირება ძველ აეროპორტთან, ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, რომლის 1 500-იანი ტრიბუნა ბოლომდე არ შეივსო.

აჭარული გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, პირველი შანსი კი მასპინძლებს მიეცათ - 38-ე წუთზე შორიდან სეკულოვიჩის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
შესვენების შემდეგ ბათუმელთა შეტევები მარჯვენა ფლანგიდან ღუდუშაურმა გაამწვავა. მსაჯმა მისი და ვ. სანტოსის მონტენეგროელთა საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მერე ხარაბაძემ ბურთი ძელს გაარტყა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

პოდგორიცა. „FSCG სტარი აეროდრომ
დეჩიჩი - დინამო (ბთ) 0:0

დინამო (ბთ): რ. სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვ.სილვა, სანტოსი (ფაჩულია 88), ვიქტორი (მარა 56), მამუჩაშვილი, ღუდუშაური, გომისი (ტამბედუ 65), ბლესა

მკითხველის კომენტარები / 60 /
მოკლედ საშველი არა და არ ჩანს. გავიხსენოთ თუნდაც 10-12 წლის უკანდელი ჩემპიონატი და მაშინდელი გუნდები ევროპაზე, ბოლო-ბოლო პლეი-ოფს ვთამაშობდით, დღეს კი სად ვართ? ალბათ ხვდებით სადაც...მე პირადად, როგორც რიგით გულშემატკივარს ვფიქრობ რომ ეროვნული ჩემპიონატი უნდა დაუბრუნდეს კლასიკურ შემოდგომა-გაზაფხულის სისტემას, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ვიტყვი რატომაც: გუნდი, რომელმაც გვიან შემოდგომაზე კარგი შედეგი დადო და კარგ და გამართულ ფეხბურთს თამაშობდა, შესაბამისად მიიღო ევრო საგზური.მოვიდა ზაფხული და ამ გუნდში ყველაფერი ძირეულად შეიცვალა, ანუ ის გუნდი პრაქტუკულად აღარაა, ჩაერთო ევროზე და ჩაფლავდა! ამას ჯობს, დავიწყოთ ჩემპიონატი აგვისტოს დასაწყისში და ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მორჩეს პირველი წრე, მარტის დასაწყისში განვაახლოთ მე-2 წრე და მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მორჩეს ჩემპიონატი.გამოვლინდება პრიზიორები, რომლებიც იმ დროისათვის კარგ ფორმაში იქნებიან და სულ რაღაც 20 დღეში ჩაერთვებიან ევროტურნირებზე.აქ კლიმატურ პირობებზე იყო საუბრები, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემპიონატს მაინც მარტის პირველ რიცხვებში ვიწყებთ და დეკემბრის დასაწყისში ვამთავრებთ და შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადასვლით რა გაფუჭდება ამ კუთხით? იგივე არ გამოდის? იმედია მარტო მე არ ვფიქრობ ასე.
55555
12:17 31-07-2024
3
ბათუმის პორტში ჩამოვიყვანეთ აფრიკიდან ფეხბურთელები. ვყიდი ნისიად და ბითუმად, ძალიან იაფად. ერთი კონტეინერის ფასი 100 ლარია. კონტეინერში 10 ცალია. მაგრად დარბიან, ძლივს დავიჭირეთ ტყეში. მსურველებმა მოგვმართეთ მერიაში.
ნისიად მოვაჭრე
12:02 31-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული