"ეს "დინამოს" წინააღმდეგ აუცილებლად გამოგვადგება... "ლუდოგორეცმა" ქართული ბარიერი იღბლის წყალობით დაძლია" - რა თქვა "დეჩიჩის" მწვრთნელმა ბათუმური მატჩის წინ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში ბათუმის "დინამო" დაპირისპირების პირველ შეხვედრაში დღეს მონტენეგროს ჩემპიონ "დეჩიჩს" დაუხვდება.

მატჩის წინ ქართული გუნდის მეტოქის მთავარი მწვრთნელი მილორად პეკოვიჩი ადგილობრივ vijesti-ს ესაუბრა და მომდევნო შეხვედრა შეაფასა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსურ TNS-თან ორ მატჩში ჯამში 1:4 წაგება არ ეკუთვნოდათ და შეცდომები გააანალიზეს. 

"ჩვენ კარგ გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც ეს ყოველივე "ლუდოგორეცთან" კარგი თამაშით დაამტკიცა. ბულგარელებმა ქართული ბარიერი იღბლის წყალობით გაიარეს, რადგან საპასუხო მატჩში "დინამომ" ბევრი შანსი გაუშვა. 

მეტოქე სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და
ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვითამაშოთ აგრესიულად, არ დავტოვოთ სივრცე და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ დონეზე ასპარეზობა. ევროტურნირებზე ასპარეზობა სულ სხვა დონეა. მჯერა, რომ ჩვენ ვიქნებით კონკურენტუნარიანნი მოედნის ყველა ნაწილზე.

TNS-სთან არც ისეთი სუსტები ვიყავით, როგორც ეს საბოლოო ანგარიშსა და პირველი მატჩის შედეგში (0:3) გამოისხა. გოლები არაფრისგან, შეცდომებით გავუშვით.

ბოლო დღეებში ამ ხარვეზებზე ვიმუშავეთ. ეს ჩვენთვის კარგი სკოლა და გამოცდილება იყო, რაც "დინამოს" წინააღმდეგ აუცილებლად გამოგვადგება", - თქვა პეკოვიჩმა.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი დაპირისპირება ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სირცხვილი ბათუმი
მერაბი
22:53 24-07-2024
1
უსირცხვილო ჩემპიონატი და უსირცხვილო კლუბები გვყავს რომლებსაც არც სირცხვილი აქვთ და არც ნამუსიი ბოლო დონის გუნდები გვყავს ყველა გვაჯობებს ანდორა რო ანდროა ისიც მოგვიგებს ყველა მოგვიგებს...ერთაფერთი ვისთანაც ბათუმს შანსი აქვს არის სანმარინოს გუნდები მაგათან მართლა გავალთ უეჭველი დანარჩენი ყველა მოუგებს ქართულ კლუბებს!!!!!!
უსირცხვილო დინამოები!
22:49 24-07-2024
1

სიახლეები პოპულარული