"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვაზიანში ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა იმის შესახებაც თქვა, რომ "დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია და სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" და "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

"ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. "დინამოს" სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 78 /
დინამოს დღევანდელი სტადიონი,10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა და 1976 წელს გაიხსნა.გამოდის რომ,უკვე 48 წლისაა.წლების განმავლობაში,წყალგაყვანილობის დაზიანებული მილების გამო,საძირკველი დატბორილი იყო და მაშინაც მიდიოდა მისი ნგრევის საშიშროებაზე ლაპარაკი,მაგრამ სტადიონის ამშენებელი ცოცხალი იყო და მისი მითითებით მოძებნეს და წესრიგში მოიყვანეს ,წყალგაყვანილობის თუ დრენაჟის მილები.შედეგად წყალი დაიწრიტა.რა თქმა უნდა მაშინდელი დატბორვა,კონსტრუქციაზე სასიკეთოდ არ იმოქმედებდა,მაგრამ ძალიან სერიოზული შემოწმების გარეშე,მისი დანგრევის გადაწყვეტილების მიღება,უნდა გამოირიცხოს.თუ რეკონსტრუქციის ჩატარება და სტადიონის განახლება სურთ,რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ.სადღაც გადაკარგულში,ახალი დიდი სტადიონის აშენება კი,ვის რაში სჭირდება?სტადიონი ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა იდგეს.თუ მაინც და მაინც დანგრევაა აუცილებელი,დაანგრიონ და ახალი,ისევ მანდ ააშენონ.მანამდე კი,ბათუმის სტადიონით გავალთ იოლას.რეალის უზარმაზარი სტადიონი ისე განაახლეს,მუშაობა არ შეუწყვეტია და ახალი სტადიონის აშენებას,განა რამდენი დრო დასჭირდება?დღეს ყველაფერი, შეუდარებლად უფრო სწრაფად შენდება.ააშენონ ახალი,სუპერთანამედროვე სტადიონი,ძველის ადგილას და რის აშენებასაც ქალაქგარეთ აპირებენ,იმას თავი დაანებონ.მაინც მგონია,რომ დინამოს სტადიონის დანგრევა,ძალიან ნაადრევია და კიდევ კაი ხანი ერთგულად მოემსახურება ქვეყანას.მით უფრო,რომ მხოლოდ ნაკრების თამაშებზე ივსება და დიდ დატვირთვებზე არ მუშაობს.მის დასანგრევად,რკინის არგუმენტებია საჭირო.ის ხომ რამდენიმე თაობის უტკბილესი საფეხბურთო მოგონებების მთავარი ადგილია.
სოსო
22:56 31-07-2024
0
მაგ სტადიონს ლაგუნას მზგავსად ჯერ ჩააბაძებენ და დააჭაობებენ. მერე გრიგორიჩი მიხედავს. არჩევნებს თუ გაინაღდებენ საქართველოს სახელაც შეუცვლიან ქოცები. რუსები ხომ შეიძლება საქართველოს სახელმაც გააღიზიანოს, ამიტომ სოლნეჩნაია ან პეტუხოვას დაარქმევენ ქვეყანას. გრიგორიჩს დაენაცვლოს ქვეყანა.
G.LA
22:12 31-07-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული