ცნობილია ვის შეხვდება კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "იბერია", თუ "ბასაქშეჰირის" ბარიერს დაძლევს

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც ევროტურნირზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდის "იბერიას" შესაძლო მეტოქე გაირკვა.

ლევან კორღალიძის გაწვრთნილების თურქული "ბასაქშეჰირის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ან ირლანდიულ "სენტ პატრიკ ატლეტიკსს" ან აზერბაიჯანული "საბაჰს" დაუპირისპირდებიან.

ინფორმაციისთვის, "იბერია" "ბასაქეშჰირთან" პირველ მატჩს თბილისში 8 აგვისტოს, თურქეთში განმეორებითს კი 15 აგვისტოს გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 20 /
ბიჯო მეც ხო დავწერე რომ კარგია თუ გავალთთქო,მაგრამ ეს ამხელა მოვლენად არ მიმაჩნია რომ მთელი ქვეყანა მაგაზე ჩავიციკლოთ.
თუ ჩადებს ვინმე ფულს და ბიჭებიც იყოჩაღებენ მაგას რა ჯობია მაგრამ რამდენჯერ იყო უკვე აზერული თუ ყაზახური გუნდი ფინალურზე და მაგით რა,ვის რას მოსჭამს მაგათი ნაკრები?
აგერ მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და იმაზე ვუნერვიულოთ.
იბერიას კიდე რასაც ვუყურებ არავინ არ ყავს პერსპექტიული.
ალბანეთის 10 კაცა გუნდთან რო დროის გაყვანას იწყებ,ბურთიანად წინ ვერ გადაადგილდები და ა.შ.შ.
ერთი ცოტა ჯინჯოლავა მომეწონა მაგრამ რაღა დროს ჯინჯოლავა აზაროვი ვერ ხვდება ნაკრებში და მაინც ვერაფერს ვერ მისცემს ნაკრებს მაგათი ჯგუფში გასვლა.
ერთ ფეხბურთელზეც ვერ გავიფიქრე რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებსთქო
ასე რომ ბიძიკოებო სანამ დააკომენტარებთ ჯერ მოიფიქრეთ რას წერთ.
ერთი თუ არც გავა და აი დარდი.
ან რა პირობები გინდა,გაჭმევენ გაჭმევენ,ხელფასს გიხდიან და უნდა მოუგო ვიღაც ალაშკერტებს და ბრესტებს და მაგას ვერ ახერხებ თუ ბრაზილიიდან არ ჩამოგიყვანე 5 ახალი გუნდელი?
არ მოგ...იათ პატრონი,წადით და ყანა გათოხნეთ მაშინ...
ადრე ვიტამინებზე და პირობებზე წუწუნებდნენ,ახლა ეგეც არაა და ბრაზილიელი და პორტუგალიელები ჩამოგვიყვანეთ და ჯგუფში გავალთო და მაშინ თქვენ რატო გიბალეშიკოთ აგერ არააა ბენფიკა და ფლამენგო?
ორი თითის მიჭერა უნდა იმათ თამაშების დასტრიმვას
Levani
14:17 06-08-2024
1
და რო გავიდეთ ჯგუფში მაგით რაა რო?
სამჯერ გასვლას ითამაშებენ საშუალო დონის გუნდთან და სამჯერ ჩამოვა ისეთი გუნდები დაახლოებით როგორც
ფიორენტინა,ზაგრების დინამო ან პარტიზანი და მაგით ავშენდებით?
არა კი კარგია თუ გავლენ,მაგრამ მაგით რამე ნაბიჯს წინ გადავდგამთ?
Levani
01:02 06-08-2024
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული