"იბერია 1999"-მა "ბაშაქშეჰირთან" თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ სახლში „ბაშაქშეჰირთან“ 0:1 დამარცხდა.

თამაში თანაბარი იყო, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. ყველაზე რეალური შანსი პირველ ტაიმში სტუმართა პოლონელ თავდამსხმელ პიონტეკს ჰქონდა, რომელსაც გატანა მეკარე მაკარიძემ არ დაანება. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როდესაც შეცვლაზე შესული მამაცაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ შეძლო გატანა. სამწუხაროდ, 87-ე წუთზე დავიდსონმა დალაშქრა მაკარიძის კარი და სტამბოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
იბერია 1999 - ბაშაქშეჰირი 0:1

გოლი: დავიდსონი (87)

საბურთალო: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი (სიხარულიძე 90+2), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 74), გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (მამაცაშვილი 80), სილა

მკითხველის კომენტარები / 34 /
რაც ეს ოცნება მოვიდა საკლუბო ფეხბურთი ვაფშე განადგურდა უკანასკნელი გახდა მანამდე ფარერებს მაინც ვცდებოდით და ეხლა სანმარინოს დონეზე დავეცით მახსოვს გორის დილას ფლეიოფი ზესტაფონის დინამო თბილისის ეხლა ფლეიოფი კიარაა ერთი ეტაპი თუ გადავლახეთ არის საუკეთესო შედეგი....
სიმართლე
09 აგვისტო 2024 16:46
3
წაგებით კმაყოფილების ფოლოვერი არ ვარ, მაგრამ სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით იბერიამ უკეთესად ითამაშა. რატომღაც მჯერა იქ 0-1 ის მოგების :-) უბრალოდ, ლოგიკის გარეშე .

amberგ
09 აგვისტო 2024 14:14
3
წადი რა აუდი ყიდე რა) სად Შენ და სად ფეხბურᲗი, პადდელნიკი კი Შეაგდე ფედერაციაᲨი.
გელა
09 აგვისტო 2024 13:55
2
მთავარია თამაში დინამოზე არ ჩატარდა.აბა რომ ჩამონგრეულიყო ხომ დაიღუპებოდა ის ორი კაცი ვინც თამაშს ესწრებოდა.
??
09 აგვისტო 2024 09:47
1
ჩვენი დაცვის რა დამაჯერებელ თამაშზე საუბრობენ კომენტატორები?! ყოვლად უპასუხისმგებლო თამაში აჩვენეს სწორედ დაცვაში!
დო მაჟორი
09 აგვისტო 2024 08:48
1
რა საჭიროა უნიჭო უცხოელების შეძენა?
რეალობა
09 აგვისტო 2024 07:48
0
გუნდი მომენტების შექმნას ვერ ახერხებს, თავს ვერ იცავს, ნქხევარდაცვა არ არსებობს. საპასუხო შეხვედრაში უშანსოდაა.
რეალობა
09 აგვისტო 2024 07:45
0
გუნდი ვახსენე სადმე? გუნდმა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი დადო, მე მაყურებლის უმსგავსო საქციელზე ვამბობ, რომელიც ისე იჯდა თითქოს ბიჟაზე იყვნენ.
ილარიონას
09 აგვისტო 2024 01:01
3
სტადიონზე ჩუმად იყვნენო იმათზე რას იტყვი ვინც სულა არ მოვიდა?
დავით გორგილაძე(გურია)
09 აგვისტო 2024 12:45
0
აშკარად სხვა თამაშზე იყავი
დავითი
09 აგვისტო 2024 11:09
1
"განიცადა" ისეთი სიტყვაა,რასაც ქართული კლუბებთან მიმართებაში არ უნდა გამოიყენებოდეს. ქართულ კლუბებს შეესაბამება "სირცხვილი". ამდენი ფული იხარჯება და თუ ვინმე იტყვის რაში,მაშინ მე ბოდიში.
იასონას უდარი
09 აგვისტო 2024 00:21
6
იასონას

რამდენი ფული იხარჯენა მაინც და სად იხარჯება? ეგ ფული მგონი 300 მილიონია და სადსც სჭირდებათ მავათ იქ მიდის. თვითონ იციან სადაც და ვის ჯიბეებშიც. ზოგიც მომავალ არჩევენებში დასჭირდებათ გასამაზად, ამდენი ხალხის ხმები აქვთ საყიდელი.
G.LA
09 აგვისტო 2024 01:57
4
კი მეგობრებო მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისტვის მე მჯერა იქნება საქართველოში გუნდები მზგავსი კარაბახისა აპოელი და ლუდოგორეცის გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს чვენტან არს ღმერთი
მერაბი ბებია
09 აგვისტო 2024 00:08
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული