ოფიციალურად: თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
56 წლის ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

გუშინ ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენებურმა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა და არ იყო გამორიცხული, რომ გადამდგარიყო.

ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს 2022 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ავარჯიშებდა. ჯამში მან გუნდი 20 შეხვედრაში გაწვრთნა, სადაც 5 მოგება, 2 ფრე და 13 წაგება მოაგროვა. კვიპროსელებმა 19 გოლი გაიტანეს, 49 კი საკუთარ კარში მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
Ტორპედოში რო ეპატიჟებით თქვე კაი ხალხო-ყველაფერი რაც დინამოსთან არის დაკავშირებული ჭირის დღესავით რო გეზიზღებათ,ქეცბაია დინამოელი რო არის ეგ როგოა თქვენი საქმე?თქვენ რო დინამოს წაგებას თასებზე იზეიმებთ როგორ გგონიათ ქეცბა მოგიწონებთ? Ხო გეტყვით იმ ცნობილ რუსულ ფრაზას?დანიშნეთ ვინმე ტორპედოელი მწვრთნელად.
Ისე ხო კარგად იზეიმეთ ნაკრების გამარჯვება რომლის ფეხბურთელების 70% დინამოელია ან სხვა თბილისელი.
Ასე რომ გაზარდეთ ვინმე ერთი ფეხბურთელი ქუთაისელი რო ისევ თქვენ იამაყოთ-თქვენ
Მოუნდათ ბიჭებს ქეცბა.ქეცბას მაგივრა სხვა რამე რო იყოს?
nikolozi-Ს,torpedo-ს და დანარჩენებს
17:36 13-09-2024
9
პატივცემულო თემურ მოდით საქართველოს ფედერაციას დაეხმარეთ კლუბების ამბავшი წლებია ვერ გავდივართ კონფერენც ლიგაში თქვენ კარგად იცით ეს ამბავი ბევრჯერ გასულ ხართ იქ
მერაბი ბებია
17:31 13-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული