უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამომ" "ბუდუჩნოსტს" კომპენსირებულ დროში სძლია

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდული ლიგის (19-წლამდელები) პირველი ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამომ" სახლში პოდგორიცის "ბუდუჩნოსტს" 3:2 მოუგო.

თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ. საბა სამუშიამ ანგარიში მალევე გაათანაბრა, თუმცა მონტენეგროელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა. 55-ე წუთზე ნიკოლოზ ცეცხლაძემ თანაფარდობა აღადგინა, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლი ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაიტანა.

საპასუხო შეხვედრა 2 ოქტომბერს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ვალერი გაგუას გუნდი "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ბიჭებო!! კარგია იქნებ დავძლიოთ ეს ეტაპი!! ბრძოლა იყო და ბრძოლაში მოგება მეტად დასაფასებელია!!
მირო+
02:05 19-09-2024
0
რაომ კომპესურებული დრო?
დამატებითი დრო!
წერე და ილაპარაკე ქართულად!
დაიცავი ქართული ენა!!!
10:29 19-09-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული