უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამო" "ბუდუჩნოსტთან" დამარცხდა

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდული ლიგის (19-წლამდელები) პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამო" მონტენეგროში პოდგორიცის "ბუდუჩნოსტსთან" 1:4 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა „დინამოს“ 3:2 ჰქონდა მოგებული, პოდგორიცაში დებიუტში ორი გოლი გაუშვა, თუმცა ვახტანგ სალიამ პენალტით ანგარიში შეამცირა. 83-ე წუთზე მცველმა გიორგი მეფარიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დრჩნენ, მასპინძლებმა კი კიდევ ორი გოლი გაიტანეს, გაიმარჯვეს და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სადაც „ტრაპზონსპორს“ დაუპირისპირდებიან.

პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
ბუდუჩნოსტი - დინამო 4:1
გოლები: 1:0 კოსტიჩი (2), 2:0 კოსტიჩი (6), 2:1 სალია (17, პენ), 3:1 კამაჯი
(85), 4:1 კოსტიჩი (90+5, პენ)
გაძევება: მეფარიშვილი (83)
მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგი მწვრთნელების დაქირავება ძვირი ღირს და რასაც ახალგაზრდები საკუთარი ნიჭის ხარჯზე აკეთებენ იმ შედეგს აჩვენებენ
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
11:42 03-10-2024
0
არავის ვამართლებ მაგრამ რამდენიმე წლის წინ ამავე ტურნირზე ჩვენმა ბიჭებმა 0-5 და 1-4 წააგეს ალმაატის კაირატთან, მაშინაც ასეთი ამბავი ატყდა ეს რა თაობააო და ვინ იყვნენ იმ გუნდში ვისაც გახსოვთ? მაგალითად ჩაკვეტაძე, კვარა და ზურიკო შეცვლაზე შემოვიდნენ და კიდევ ისეთი ზოგიერთი ახლა რომ ხელის გულზე ატარებს მთელი ერი... ასე რომ ერთი თამაშით დასკვნებს ნურავინ გამოიტანს, მთავარია შეცდომებზე ისწავლონ და შრომა არ დაიზარონ...
Givi
10:04 03-10-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული