ფიფას სტატია სამტრედიის საფეხბურთო ცენტრის შესახებ

AutoSharing Option
სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის გახნასთან დაკავშირებით, ფიფას ოფიციალური ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა: „ფიფა ფორვარდის“ მხარდაჭერით საქართველოში ახალი საფეხბურთო ცენტრი აშენდა

. სამტრედიის საფეხბურთო ცენტრი ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის, ახლა კი თბილისის მერის, კახა კალაძის სახელს ატარებს
. ბავშთა გუნდები უფასოდ შეძლებენ ობიექტით სარგებლობას
. გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი

სამტრედიაში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის, კახა კალაძის სახელს ატარებს და პროგრამა „ფიფა ფორვარდის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. ობიექტი მოიცავს 200 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნას და სტანდარტული
ზომის ორ სათამაშო მოედანს, რომლის გამოყენებასაც ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. ირაკლი კობახიძის თქმით, ობიექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც ადგილობრივ ბავშვებს განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალებას მისცემს.

ღონისძიებას ასევე დაესწრო ფიფას ევროპული ასოციაციების განყოფილების დირექტორი ელჰან მამადოვი. „ჩვენთვის დიდი პატივია ამ გამორჩეული საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე ყოფნა, რომელიც პროგრამა „ფიფა ფორვარდის“ მხარდაჭერით აშენდა და ლეგენდარული კახა კალაძის სახელს ატარებს. ეს ობიექტი არა მხოლოდ კალაძის მემკვიდრეობაზე იზრუნებს, არამედ ადგილობრივი ნიჭიერი მოთამაშეების განვითარებაში, ქართული ფეხბურთის წინსვლაში და მომავალი ჩემპიონების აღზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განაგრძობს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადებას, და ჩვენ ამას მივესალმებით“, აღნიშნა ფიფას წარმომადგენელმა. კახა კალაძეს 1996-2011 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 80 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი საკლუბო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ კი კიევის „დინამოში“, „მილანსა“ და „ჯენოაში“ გაგრძელდა. „მილანთან“ ერთად კალაძე ორჯერ გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგია ძალიან. ნეტავ ყველა ქალაქში იქნებოდეს მასეთი 1 სავარჯიშო მოედანი მაინც ბავშვებისათვის. წარმატებები
ქომაგი
09:52 23-10-2024
0
ვინმე იტყვის პიარიაო. ალბათ კი! მაგრამ რეალურად ხომ აშენდა! და რამდენი ამ 12 წელიწადში. წინა 9 წელიწადში მხოლოდ სტადიონების დანგრევა ხდებოდა. ან ტყუილზე აგებული პიარი (თუნდაც 70 საავადმყოფოს აშენება და აპარატურით აღჭურვა)
alexandre
10:36 23-10-2024
9

სიახლეები პოპულარული