ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ირლანდიასთან 0:3 დამარცხდა.
პირველი შეხვედრა ირის ანტმანის გუნდს 0:6 ჰქონდა წაგებული და ისევ მარცხი განიცადეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. ევრო 2025-ის შესარჩევის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა.
დუბლინი. „ტალა სტადიუმი“
ირლანდია - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 რასელი (3), 2:0 კარუსა (31), 3:0 მაკეიბი (54)
გამოუყენებელი პენალტი: მაკეიბი (35, ირლანდია)
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, დანელია, ბუხრიკიძე, ნარსია, ჩემინავა (პასიკაშვილი 88),
ხაბურძანია (ამბალია 60), ბაქრაძე (ბებია 60)