ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილს კოსოვოს ნაკრებთან იყოფს, რომელიც ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში 3:0 დაამარცხა. მეორე ტურის შეხვედრაში კოსოვომ ბულგარეთს 6:2 სძლია.
მეინ რაუნდის მომდევნო თამაშებს საქართველოს ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ, 31 იანვარს საკუთარ მოედანზე, ხოლო 4 თებერვალს - სტუმრად გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ
რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
nakrebi.ge