უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

AutoSharing Option
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს.

კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 50 /
აუუუჰ,მოეხაზა კალაძეს,რა ეშველება აწი,ხომ დარჩა უკლასო ოსტატად:))ვაი,ვაი,ვაი .კალაძემ-აწი რაღად მინდა ცოცხალი თავიო:))ხახოლებო სულ გამო...დით?
gurulo
18:45 04-03-2025
1
ფასიანო კრემლებოტებო! ქურდები რომ შემოძვრებიან თქვენთან, წინააღმდეგობა არ გაუწიოთ. როგორ შეიძლება ოჯახის ან საკუთარი თავის დაცვა?! უნდა დანებდეთ.
უფროსი
17:30 04-03-2025
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული