უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

AutoSharing Option
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს.

კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 38 /
ეგ თქვენი ჩამორთმეული წოდება, ერთ ადგილას გაირჭეთ! არამი იყოს თქვენზე ის დახმარება, რაც საქართველომ გაგიწიათ და კერძოდ კახი კალაძემ. ასეა, არ უნდა გადაყვე არავის ზედმეტად, თორემ ყოველთვის ცუდად შემოგიტრიალდება.
წაგებულ ომს მიხედოთ ჯობია!
11:59 04-03-2025
21
რა მიკვირს იცით? საშინელ დღეში არიან უკრაინელები და კიდევ ჩვენთვის, რომ "იცლიან"? იმისა არ იყოს, პირველ დღესვე ჩვენი ელჩი გამოუშვა კლოუნმა, მერე იყო და გაისეირნეთო ტანკებითო აფხაზეთში და ცხინვალშიო, კარგი ამინდიაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრინციპში "დაჩმორებული ზელეს ბანდა", მიშას ძმაკაცები არიან და ამიტომაც ებრძვიან ქართულ ოცნებას.
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული