
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ზუსტი დარტყმები შოთა თოფურიას, გიორგი ჩიმაკაძის და ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა. საქართველოს და რუმინეთის ნაკრებების პირველი მატჩი, რომელიც 9 მარტს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში, 11 აპრილს, ჩვენი გუნდი კოსოვოს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს.
nakrebi.ge