
"გარდიანთან" საუბარში ლინდეგორმა თქვა, რომ ჰომოსექსუალებს საკუთარი ორიენტაციის შესახებ საუბარი ფანების დამოკიდებულების გამო ეშინიათ.
"იდეაში ჰომოსექსუალიზმი დახურული თემაა. საზოგადოებისა და გულშემატკივრების აზროვნება ამ მიმართულებით პრიმიტიულია. აღიარებულია, რომ მამაკაცი ძლიერი და აგრესიული უნდა იყოს და გეი კი ასეთი ვერ იქნება.
ვფიქრობ, ფეხბურთს ჰომოსექსუალი-გმირი სჭირდება, რომელიც საკუთარ ორიენტაციას ღიად დაიცავს.
დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და ეს ეხება სექსუალურ ორიენტაციასაც. ფანები თითქოს წარსულში ჩარჩნენ. მთელი მსოფლიო უფრო ცივილიზებული და ლიბერალური ხდება, ხოლო
ამ სიტყვების შემდეგ ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ მოხვდა ლინდეგორის სიტყვები რუბრიკაში "დღის სუპერგოგონა" და იფიქრებდით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე თავადაც ჰომოსექსუალია, თუმცა მისი მეგობარი გოგონას ფოტოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ლინდეგორი, უბრალოდ, ლიბერალი ადამიანია.
ფეხბურთელის მეგობარი მისი ბექირი სახელგანთქმული შვედი მოდელია. მისი მშობლები ალბანეთიდან შვედეთში მაშინ გადაბარგდნენ, როცა მისი ჯერ კიდევ პატარა იყო.
პოპულარობა სამოდელო ბიზნესში ლამაზმანმა მილანში მოიპოვა. დეკემბერში კი წყვილს ვაჟი შეეძინა.
გთავაზობთ, მისი ბექირის ფოტოგალერეას რუბრიკაში "დღის სუპერგოგონა".[ფოტოგალერეა]