დღის სუპერგოგონა: შვედი ლამაზმანი - მისი ბექირი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ ანდერს ლინდეგორმა ერთხელ განაცხადა, რომ ფეხბურთს ჰომოსექსუალი-გმირი სჭირდება.

"გარდიანთან" საუბარში ლინდეგორმა თქვა, რომ ჰომოსექსუალებს საკუთარი ორიენტაციის შესახებ საუბარი ფანების დამოკიდებულების გამო ეშინიათ.

"იდეაში ჰომოსექსუალიზმი დახურული თემაა. საზოგადოებისა და გულშემა
ტკივრების აზროვნება ამ მიმართულებით პრიმიტიულია. აღიარებულია, რომ მამაკაცი ძლიერი და აგრესიული უნდა იყოს და გეი კი ასეთი ვერ იქნება.

ვფიქრობ, ფეხბურთს ჰომოსექსუალი-გმირი სჭირდება, რომელიც საკუთარ ორიენტაციას ღიად დაიცავს.

დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და ეს ეხება სექსუალურ ორიენტაციასაც. ფანები თითქოს წარსულში ჩარჩნენ. მთელი მსოფლიო უფრო ცივილიზებული და ლიბერალური ხდება, ხოლო
ფეხბურთი ერთ ადგილზეა გაჩერებული",
- თქვა ლინდეგორმა.

ამ სიტყვების შემდეგ ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ მოხვდა ლინდეგორის სიტყვები რუბრიკაში "დღის სუპერგოგონა" და იფიქრებდით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე თავადაც ჰომოსექსუალია, თუმცა მისი მეგობარი გოგონას ფოტოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ლინდეგორი, უბრალოდ, ლიბერალი ადამიანია.

ფეხბურთელის მეგობარი მისი ბექირი სახელგანთქმული შვედი მოდელია. მისი მშობლები ალბანეთიდან შვედეთში მაშინ გადაბარგდნენ, როცა მისი ჯერ კიდევ პატარა იყო.

პოპულარობა სამოდელო ბიზნესში ლამაზმანმა მილანში მოიპოვა. დეკემბერში კი წყვილს ვაჟი შეეძინა.

გთავაზობთ, მისი ბექირის ფოტოგალერეას რუბრიკაში "დღის სუპერგოგონა".[ფოტოგალერეა]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბანელებს ლამაზი ქალები ჰყავთ, მაგრამ მისი ბექირი მართლაც გამორჩეულია. ლინდეგორმა კი შეირგოს ეს მზეთუნახავი და ...ს ლაპარაკს მოეშვას. ფეხბურთი მაინც დაგვიტოვეთ მამაკაცებს!
guja_kakhadze
20:11 07-03-2013
0

სიახლეები პოპულარული