ანგარიში მე-15 წუთზე სტუმრებმა გახსნეს ლადო ჯოჯუას პენალტით - 0:1. 22-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრე სულაძემ გაათანაბრა და მასვე დუბლის შესრულება შეეძლო 34-ე წუთზე, თუმცა პენალტი გააცუდა.
შემდეგ ხონელთა მეკარე სერგო მეძველიას შეცდომით ანზორ კალაძემ ისარგებლა და "ნორჩი დინამო" კვლავ დაწინაურდა, თუმცა წონასწორობა ირაკლი საღარეიშვილმა აღადგინა - 2:2.
დამატებითი ორი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი დავით ჭელიძის გაწვრთნილმა "იმერეთმა" 4:2 გაიმარჯვა.
12.09. ხონი. ცენტრალური სტადიონი
იმერეთი-ნორჩი
გოლები: 0:1 ჯოჯუა (15-პენ), 2:2 სულაძე (22), 1:2 კალაძე (49), 2:2 საღარეიშვილი (84)
იმერეთი: მეძველია, ხელაძე, მანაგაძე, ლობჟანიძე, სულაძე, ნიკურაძე (21. მუშკუდიანი), საღარეიშვილი, გაბუნია, კუხალაშვილი (63. კოხრეიძე), ხანთაძე, ხმელიძე (59. ბაბუნაშვილი).
მწვრთნელი: დავით ჭელიძე
ნორჩი დინამო: მიქავა, ლობჟანიძე, ძამსაშვილი, თოდუა, კალაძე, ბეროშვილი, კაშია, გოგობერიშვილი, ჯოჯუა, ბეროშვილი (65. ბუკუა), დეისაძე, ფიფია (85. შენგელიძე).
მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
არბიტრი: გ. ავაზაშვილი.
* * *
სათამაშო დღის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში თასის მოქმედმა მფლობელმა ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში მესამელიგელ "შევარდენი 1906-ს" 2:1 სძლია.ლევან კუტალიამ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა ვაჟა ტაბატაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ - 0:1.
გიორგი კიკნაძის გაწვრთნილმა "შევარდენმა" ბოლომდე იბრძოლა და მეორე ტაიმის დასაწყისში წონასწორობა გიორგი მაღალდაძის გოლით აღადგინა - 1:1. საერთოდაც, მესამელიგელი ფავორიტს ისეთი გულითა და ჟინით ეომებოდა, შეუძლებელი იყო, სიმპათიით არ განეწყო მაყურებული...
თამაში დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როცა ბექა ტუღუშმა შორიდან ულამაზესი გოლით თავისიანებს გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოუტანა.
12.09. თბილისი. "მიხეილ მესხი"
შევარდენი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 კუტალია (9), 1:1 მაღალდაძე (50), 1:2 ტუღუში (89)
შევარდენი: შეყრილაძე, ჭელიძე, ჩიკვაიძე, მაისურაძე, მაღრაძე (72. შალოლაშვილი), ოდიკაძე, ფოფხაძე, მაღალდაძე, კობერიძე, ბულუხაძე.
მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე
ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, კუხიანიძე (85. გიგაური), ფალავანდიშვილი, კორობკა (60. ბაბუნაშვილი), კუტალია, ქიმაძე, ბერიაშვილი (68. კვირკვია), ტუღუში.
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
არბიტრი: ს. ქუხილავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"