"ვიტ ჯორჯია" საქართველოს თასის მერვედფინალში 2 გუნდით გავიდა

AutoSharing Option
გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალის დარჩენილი 5 მატჩი და ყველა მერვედფინალისტი გამოვლინდა.

"ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში 1:0 მოუგო ბათუმის "დინამოს" და ეს ერთადერთი გოლი შესვენების შემდეგ თერთმეტმეტრიანით მეკარე ჯონი შეროზიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ვეტერინარები" შემდეგ ეტაპზე 2 გუნდით იასპარეზებენ - მათმა დუბლშემადგენლობამ ტურნირიდან ეროვნული ლიგის ლიდერი "საბურთალო" გამოაგდო.

ვიტ ჯორჯია - დინამო (ბათუმი) 1:0
გოლი: 1:0 ჯონი შეროზია (48, პენ)

ლიახვი (ცხინვალი) - ალგეთი (მარნეული) 5:2
გოლები: 1:0 კვანტალიანი (34), 1:1 ბუკია (40), 2:1 კვანტალიანი (47), 3:1 დოლიძე
(58), 4:1 ჭეჭელაშვილი (65), 4:2 გოგილაშვილი (76), 5:2 მუზაშვილი (88)
გაძევება: ტიტვინიძე (68, ლიახვი)

გარდაბანი - იმერეთი (ხონი) 3:1
გოლები: 1:0 ბლიაძე (18), 1:1 ნადირაძე (52), 2:2 ციცვიძე (84), 3:1 ბერაძე (86)

მარგვეთი 2006 (ზესტაფონი) - თელავი 0:4

გოლები: 0;1 რუხაძე (1), ბაშელეიშვილი (18), 0:3 რუხაძე (80), 0:4 ლუკავა (83)

შუქურა - ნორჩი დინამო  4:0
გოლები: 1:0 ჩელებაძე (11), 2:0 ლობჯანიძე (58), 3:0 ფელიპე (74), 4:0 ჯერალდო (88)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული